კალათბურთი

22:40 | 26.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის არყოფნაში, ტეოდოსიჩმა გაიბრწყინა

ტრავმის გამო, კიდევ ერთი მატჩი გამოტოვა საქართველოს ნაკრების და მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელმა მანუჩარ მარკოიშვილმა.

მოსკოველთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, იგი, ფრანგი ნანდო დე კოლო, ამერიკელი დემეტრის ნიკოლსი და რუსი ვიკტორ ხრიაპა კვლაცავ ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან, ამასობაში კი, ცსკა-მ ვთბ-ლიგაში რუსულივე ხიმკი მიიღო და 78:60 იმარჯვა.

შეხვედრის გმირი ”არმიელთა” სერბი გამთამაშებელი მილოშ ტეოდოსიჩი გახდა, რომელმაც 33:22 წუთში 27 ქულა, 4 მოხსნა, 10 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

მარკოიშვილს კლუბს ვთბ-ლიგაში 3 მოგება და 1 მარცხი აქვს და მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 3 ნოემბერს, კიდევ ერთ რუსულ კლუბ “კრასნი ოკტიაბრთან” ჩაატარებს.

მანამდე, 31 ოქტომბერს, ცსკა ევროლიგაში ზაგრების “ცედევიტას” ესტუმრება.

0.116