„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი პორტუგალიელ ჟოზე მოურინიოს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელს უწოდებს.
„მანჩესტერი“-„ჩელსის“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, რომელიც „ოლდ ტრაფორდზე“ დღეს 20:00 საათზე დაიწყება, ვან გაალმა განაცხადა:
„ვფიქრობ, მაურინიო საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში, როგორც ტიტულებით ისე თამაშის ხასიათით და ორგანიზებულობით. ამ მხრივ, მისი გაწვრთნილი გუნდები ყოველთვის გამოირჩევიან. ის შესაძლოა ჩემზე უკეთესია, მაგრამ ჩვენ ეს თამაში უნდა მოვიგოთ“, - აღნიშნა ვან გაალმა.
მიმდინარე პრემიერლიგაში მაუს გუნდი მართლაც შესანიშნავ ფორმაშია და ჯერჯერობით მხოლოდ 2 ქულა დაკარგა.
ვან გაალის შეგირდებს წაგების უფლება არ აქვთ, რადგან ამ შემთხვევაში, „ჩელსისთან“ ჩამორჩენა 13 ქულას მიაღწევს და „წითელ ეშმაკებს“ ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება.