მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ პირადი რეკორდი დაამყარა. “ბარსელონასთან” (3:1) ჩატარებული შეხვედრა მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე-11 გამოდგა, რომელშიც რონალდუმ გოლი გაიტანა. გუშინდელ “ელ კლასიკოში” 35-ე წუთზე რონალდუმ პენალტით ანგარიში გაათანაბრა.
13 სექტემბერს “ატლეტიკოსთან” 1:2 წაგებული შეხვედრიდან მოყოლებული, პორტუგალიელი როგორც პრიმერა დივიზიონში ისე ჩემპიონთა ლიგაზე მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.
აქამდე მისი რეკორდი ზედიზედ 10 შედეგიან თამაშს მოიცავდა, რომლის განმავლობაშიც, მიმდინარე წლის თებერვლიდან აპრილამდე, მოედნიდან გოლის გარეშე არ გასულა.
გიორგი მელქაძე