კალათბურთი

12:22 | 26.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძის “როზეტოს” მე-5 მარცხი

იტალიის რანგით მე-3 ლიგა ა2 სილვერში გიგა ჯანელიძის “როზეტო” “პიაჩენტინას” ესტუმრა და მეტოქესთან, რომელსაც ასევე არცერთი გამარჯვება არ ჰქონდა, 79:85 წააგო.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 29:59 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ჯანელიძემ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო.

როზეტოელები 5 მარცხით ბოლო ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 2 ნოემბერს, შინ, “ტრევილიოსთან” ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11459