მიხეილ ბერიშვილის “ზლატოროგმა” სლოვენიის ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა.
ლაშკოელები ამჯერად “სენჩურს” სტუმრობდნენ და 71:63 მოიგეს. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 12:40 წუთი გაატარა და 7 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ბერიშვილმა 4-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ზლატოროგი” მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, შინ, “ტაიფუნის” წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელსაც ასევე 3 გამარჯვება გააჩნია.