დაძაბულად ჩაიარა ბათუმში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეექვსე ტურმა. დასვენების დღის წინ მონაწილეები მაქსიმალურად დაიხარჯნენ.
ქართველი მოჭადრაკეებიდან ყველაზე უკეთესად 8 წლამდე მოთამაშე ბარდია დანეშვარი (II ადგილი, 5 ქულა) და 16 წლიან ჭაბუკებში – გიორგი სიბაშვილი (III ადგილი, 5 ქულა) ასპარეზობენ.
12 წლამდე ბიჭებში 5 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება ნიკოლოზ პეტრიაშვილი. 4.5 ქულა აქვს აქტივში და 18-წლიან გოგონებში მეხუთე საფეხურზე იმყოფება ნატო იმნაძე. ასევე 4.5 ქულით VI ადგილზეა ნინო ხომერიკი (16 წ. გოგონები).
14-წლიან გოგონების ათეულში ორი ქართველია: ნინო ჯალაღონია 5 ქულით – V, ხოლო ლილე ქორიძე 4.5 ქულით – IX. 4.5 ქულა აქვს დაგროვებული 6 ტურის შემდეგ თამარ ესაძეს და VII ადგილზე იმყოფება 12-წლიან გოგონათა შორის.