“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა “რეალის” წინააღმდეგ მატჩში (1:3) შანსი გაუშვა გაეზარდა სხვაობა ესპანეთის ჩემპიონატში. კატალონიელები “რეალს”ნეიმარის სწრაფი გოლით უგებდნენ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.
“კარგად დავიწყეთ. შანსი გვქონდა, რომ 2:0 გაგვეხადა და სხვაობა გაგვეზარდა ჩემპიონატში, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგემ შეცდომების გამო დაგვსაჯა. მე სხვანაირ თამაშს ველოდებოდი” –AFP ლუის ენრიკეს ციტირებს.