ფეხბურთი

3:38 | 26.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” “რეალმა” შეაჩერა

შაბათს მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული შეხვედრა ლა ლიგაში გაიმართა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალმა” “ბარსელონა” მიიღო და 3:1 დაამარცხა. “ბლანკოსი” 4 ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს და ვერ მოგების შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებოდა შემდგომში. შეხვედრის დასაწყისი მადრიდელთათვის კარგს არაფერს მოასწავებდა, მე-4 წუთზე ნეიმარმა კარვახალი და პეპე ადვილად ჩამოიშორა და ანგარიში გახსნა. აღსანიშნავია, რომ საგოლე გადაცემა ლუის სუარესს მიეთვალა. მადრიდელები გაშვებულ გოლს არ დაუბნევია და სულ მალე ქარიმ ბენზემას შეეძლო გატანა, რომელმაც ერთ შეტევაში ორჯერ გაარტყა შტანგას. გატანა შეეძლოთ სტუმრებსაც, სუარესის მშვენიერი პასით მესი დიდებულ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ კასილასს ვერ აჯობა. 35-ე წუთზე მარსელოს ჩინებულ გარღვევას პენალტი მოჰყვა – ხერარდ პიკემ ხელით ითამაშა და პენალტის გარდა, ყვითელი ბარათითაც დაისაჯა. 11-მეტრიანი ზუსტად რონალდუმ შეასრულა და მიმდინარე სეზონში, ბრავომ პირველი ბურთი გაუშვა.

მეორე ტაიმი კარლო ანჩელოტის შეგირდებმა დიდებულად დაიწყეს და 50-ე წუთზე კუთხურიდან ტონი კროოსის მიერ ჩამოწოდებულს პეპე გამოეხმაურა და მეორედ აიღო ბრავოს კარი. უპირატესობას ისევ მადრიდელები ფლობდნენ და 61-ე წუთზე გადამწყვეტი გოლის გატანაც მოახერხეს, ისკომ შესანიშნავად ითამაშა და ინიესტა მოპარა ბურთი, რასაც ბრწყინვალე კომბინაცია და ბენზემას გოლი მოჰყვა – 3:1. დარჩენილ დროში თუ ვინმეს შეეძლო გატანა, ისევ “რეალია”, რომელმაც არაერთი კონტრშეტევა ვერ გამოიყენა. მადრიდელები კატალონიელებს ქულითღა ჩამორჩებიან. ისიც სათქმელია, რომ დღეს “სევილიას” გამარჯვების შემთხვევაში, “ბარსელონა” ერთპიროვნული ლიდერი აღარ იქნება. ლუის ენრიკე გუნდმა კი, პირველი მატჩი წააგო ჩემპიონატში და ლა ლიგაში წაუგებელი აღარავინაა.

დიდი ამბები იყო “მესტალიაზე”, სადაც თამაშის დაწყებამდე “ვალენსიას” გულშემატკივრებმა პიტერ ლიმის მიერ “ღამურების” შეძენა აღნიშნეს და ახალ ბოსს დიდი დახვედრა მოუწყვეს სტადიონზე. რაც შეეხება შეხვედრას, “ვალენსიას” უპირატესობა აშკარა იყო და მასპინძლებმა მარტივი გამარჯვება მოიპოვეს. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან უცნაური ფაქტი დაფიქსირდა მატჩში – ოთხივე გოლი კუთხურიდან გავიდა. მასპინძელთაგან პაბლო პიატის ჩაწოდებულებს შკოდრან მუსტაფი და დანი პარეხო გამოეხმაურნენ, ხოლო ერთი გოლი ლომბანმა შეაგდო თავის კარში. ერთადერთი გოლი ჯონათასმა 93-ე წუთზე გაიტანა – 3:1. ასევე გამოსარჩევია, ალვარო ნეგრედოს დებიუტი “ვალენსიას” რიგებში, რომელიც 84-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და ეფექტური გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მცირედით უმტყუვნა მიზანმა. ცნობისთვის, “ღამურებს” შინ 5-დან 5 მოგება აქვთ და ხუთივეჯერ 3-3 გოლის გატანა მოახერხეს.

როგორც იქნა მოიგო “ბილბაომ”, რომელიც გასვლაზე ხვდებოდა “ალმერიას”. უნდა ითქვას, რომ ვალვერდეს გუნდს კარგად არც ახლა უთამაშია, მაგრამ რაც მთავარია 3 ქულა მოიპოვა. ერთადერთი გოლი ეჩიტამ გაიტანა 56-ე წუთზე.

დღის ორივე გვიანი შეხვედრა, ერთნაირი ანგარიშით – 1:1 დასრულდა.

რეალი – ბარსელონა 3:1 (1:1)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-4-2): კასილასი, კარვახალი, მარსელო, პეპე, რამოსი, მოდრიჩი (არბელოა 89), კროოსი, ისკო (ილარამენდი 84), როდრიგესი, რონალდუ, ბენზემა (ხედირა 87).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მასკერანო, მატიე, ალვეში, ბუსკეტსი, ხავი (რაკიტიჩი 60), ინიესტა (რობერტო 72), სუარესი (პედრო 69), მესი, ნეიმარი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 ნეიმარი (4), 1:1 რონალდუ (35 პენ.), 2:1 პეპე (50), 3:1 ბენზემა (61).
გაფრთხილებები: კარვახალი, რონალდუ - მესი, ნეიმარი, ინიესტა, პიკე
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 18(6)-16(5), ჯარიმა: 11-10, კუთხური: 3-9, თამაშგარე: 0-2, სეივი: 4-3

ალმერია – ბილბაო 0:1 (0:0)

ალმერია, “ხუეგოს მედიტერანეოსი”

ალმერია (4-2-3-1): რუბენი, დოს სანტოსი, ტრახილიო, დუბარბიერი, ხ.ნავარო, ვერზა (კორონა 76), აზეზი (ბიფიუმა 60), მენდეში (სორიანო 68), ტეიე, ვ.სილვა, ჰემედი.
მწვრთნელი: ფრანცისკო როდრიგესი

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, დე მარკოსი, ბალენსიაგა, მ.რიკო, იტურასპე, ბენიატი (ირაოლა 53), მუნიაინი (სან ხოსე 90), სუსაეტა (ბუსტინზა 82), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლი: ეჩიტა 56.
გაფრთხილებები: ვერზა, ტეიე – ირაოლა
მსაჯი: მარტინეს მუნუერა
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 7(3)-6(1), ჯარიმა: 10-14, კუთხური: 4-8, თამაშგარე: 5-2, სეივი: 0-3

ვალენსია – ელჩე 3:1 (2:0)


ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-3-3): ალვეში, მუსტაფი, ოტამენდი, ბარაგანი, გაია, ფუეგო, პარეხო, გომეში, პიატი (დე პაული 81), როდრიგო (ნეგრედო 84), ალკასერი (იბანიესი 76).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

ელჩე (4-2-3-1): მ.ერერა, ლომბანი, როკო, დ.სუარესი, სისმა, ა.გონსალესი (ფაჟრი 79), მოსკერა, კორო (ა.ხიმენესი 46), ვ.როდრიგესი, გ.როდრიგესი (კ.ერერა 74), ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები:
1:0 მუსტაფი (13), 2:0 პარეხო (18), 3:0 ლომბანი (63 ს.კ.), 3:1 ჯონათასი (93).
გაფრთხილებები: გ.როდრიგესი, მოსკერა
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 12(4)-8(3), ჯარიმა: 11-17, კუთხური: 8-6, თამაშგარე: 1-3, სეივი: 2-1

კორდობა – სოსიედადი 1:1 (0:1)


კორდობა, “ნუევო არკანხელი”

კორდობა (4-2-3-1): კარლოსი, პანტიჩი, ი.ლოპესი, კამპაბადალი, პინილიოსი, ლუსო, ეკენგი (აბელი 54), ბ.გარსია (ხისკო 46), ფიდელი (ხ.კარლოსი 72), კარტაბია, გილასი.
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი, ი.მარტინესი, ანსოტეგი, ზალდუა, ბერჩიჩე, პარდო (გრანერო 69), ბერგარა, კანალესი (პრიეტო 71), კასტრო (ზურუტუზა 61), ველა, ფინბოგასონი.
მწვრთნელი: ხაგობა არესატე

გოლები: 0:1 ი.მარტინესი (22), 1:1 ხისკო (87).
გაფრთხილებები: პინილიონი, გილასი, კამპაბადელი – ველა, გრანერო
მსაჯი: კარლოს დელ სერო
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 7(3)-7(1), ჯარიმა: 13-12, კუთხური: 5-4, თამაშგარე: 8-2, სეივი: 0-2

ეიბარი – გრანადა 1:1 (1:1)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, ნავასი, ალბენტოსა, აბრაჰამი, ბოვედა, დ.გარსია, ბოატენგი, ბერხონი (ნიეტო 77), არუაბარენა (ლეკიჩი 85), კაპა, პიოვაკარი (დელ მორალი 67).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

გრანადა (4-3-3): რ.ფერნანდესი, ბაბინი, მურილიო, ნიომი, ფოლქიერი, სისოკო (მაინცი 85), იტურა, ფ.რიკო, ისააკი (ელ არაბი 66), კორდობა (ორტუნო 82), პიტი.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

გოლები: 0:1 ნიომი (8), 1:1 ბოვედა (37).
გაფრთხილებები: ნავასი, ბოვედა, აბრაჰამი – ფოლქიერი, მურილიო, კორდობა, რიკო
მსაჯი: მატეუ ლაოსი
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 7(3)-7(3), ჯარიმა: 14-14, კუთხური: 7-8, თამაშგარე: 3-3, სეივი: 2-2

ბომბარდირები: რონალდუ (“რეალი”) – 16. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 9. მესი (“ბარსელონა”) – 7.

თეგებილა ლიგა
0.258733