ფეხბურთი

19:32 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვერდერიდან” დუტი დაითხოვეს

გერმანიის ბუნდესლიგის აუტსაიდერ ბრემენის “ვერდერს” ახალი მთვარი მწვრთნელი ჰყავს. ამიერიდან გუნდს ვიქტორ სკრიპნიკი გაწვრთნის. სკრიპნიკი რობინ დუტს ჩაანაცვლებს, რომლისთვისაც ფატალური “კიოლნთან” პარასკევს წაგებული შეხვედრა აღმოჩნდა.

სკრიპნიკი ფეხბურთელობის დროს ბრემენელი “მუსიკოსების” ღირსებას 1996-2004 წლებში იცავდა, ხოლო კარიერის დასრულების შემდეგ “ვერდერის” სხვადასხვა ასაკრობივ გუნდებს ედგა სათავეში.

“ვერდერი” გერმანიის ბუნდესლიგაში 9 თამაშში დაგროვილი 4 ქულით ბოლო, მე-18 ადგილზე იმყოფება.

გიორგი მელქაძე

0.111059