ფეხბურთი

17:35 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი: “ჩვენი ჩამოწერა ნაადრევია”

იტალიური “ნაპოლის” ესპანელ თავკაცს რაფა ბენიტესს ბოლო დროს კრიტიკოსები მოუმრავლდნენ. არაერთხელ გავრცელდა ცნობა, რომ აურელიო დე ლაურენტისი მის ჩანაცვლებას გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით ესპანელი სამუშაო ადგილს ინარჩუნებს.

კვირას, სერია ა-ს მორიგ ტურში “ნაპოლი” “ვერონას” უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ბენიტესი ჟურნალისტებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ საპანიკო არაფერია და ნეაპოლური კლუბი მიმდინარე სეზონში თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის.

“მიმაჩნია, რომ ზედიზედ მოგებული სამი მატჩის და “სან სიროზე” ნათამაშები ფრის შემდეგ, მარცხი ევროპის ლიგაზე, სადაც ორი გამარჯვება უკვე გვქონდა მოპოვებული, საგანგაშო არ არის. ჩვენ სწორი გზით მივდივართ, რაც მთავარია ჯერ კიდევ ოთხივე ფრონტზე ვიბრძვით. უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც “ინტერის” წინააღმდეგ მე-2 ტაიმში, ასეთ შემთხვევაში წარმატებაც არ დააყოვნებს” – განაცხადა პრესკონფერენციაზე ბენიტესმა.

“ნაპოლი” მიმდინარე სეზონში სერი ა-ში არადამაჯერებლად ასპარეზობს, მანამდე კი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ესპანური “ბილბაოს” ბარიერიც ვერ გადალახა.

გიორგი მელქაძე

0.126695