პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ "ელ კლასიკოს" წინ აღნიშნა, რომ "ბარსელონას" წინააღმდეგ სათამაშოდ ჩვეულ სტილში ემზადება და შეეცდება მომდევნო შეხვედრაში მის გუნდს წარმატება მოუტანოს.
"განსაკუთრებულ მატჩს ველოდებით და ვიმედოვნებ გულშემატკივრებსაც მსგავსი განწყობა აქვს. სხვა მატჩებისგან ეს შეხვედრა არ განსხვავდება და ჩვეულ სტილში ვემზადები, რათა მაღალ დონეზე ვიასპარეზო. ამბიცია? რჩება უმაღლეს დონეზე, როგორც შევძლებ. ყოველი სეზონი ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ჩემი გოლები შეუცვლელია. ყოველთვის მინდა საუკეთესო ვიყო." - განაცხადა პორტუგალიელმა.
კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გატანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.