ფეხბურთი

15:08 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგისა და მონტელას მატჩი

იტალიის სერია ა-ს მერვე ტური დღეს “კარლო კასტელანიზე” დაიწყება, ხოლო დღის ცენტრალური მატჩი ღამით “სამპდორიასა” და “რომას” შორის შედგება. ცხრილიდან გამომდინარე, თუ მასპინძლები მოიგებენ “რომას” გაუთანაბრდებიან, ხოლო პირველი ადგილი რამდენად შორს იქნება, ამას მეორე დღეს, “იუვენტუსისა” და “პალერმოს” დაპირისპირება გადაწყვეტს.

კარგი თამაში უნდა გამოვიდეს “ლაციოსა” და “ტორინოს” შორის. ჯორჯევიჩი მშვენიერ ფორმაშია და გოლი გოლზე გააქვს, ხოლო ტურინელებს ორ ფრონტზე თამაში უჭირთ. წარმატებულ ევროსეზონს წარუმატებელი სტარტი მოყვა სერია ა-ში.

ტურის ბოლო მატჩი მილანში შედგება, სადაც ახალგაზრდა მწვრთნელების გუნდები ითამაშებენ, ინძაგი მონტელას წინააღმდეგ.

ემპოლი – კალიარი

დასაწყისი: 25 ოქტომბერი, 17:00 საათი

ადგილი: ემპოლი, “კარლო კასტელანი”

ლევან მჭედლიძის გუნდს 7 ტურის შემდეგ 7 ქულა დაუგროვდა. მათ მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს, თუმცა ოთხი მატჩი ფრედ ითამაშეს და გასავარდნ ზონას საწყისი ტურების შემდეგ დაშორდნენ.

გუნდის საუკეთესო ბომბარდირი სამი გოლით 23 წლის იტალიელი მანუელ პუკარელია. 28 წლის მირკო ვალდიფიოს სამი საგოლე პასი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით მირკოს იტალიის სერია ა-ში მხოლოდ აბატე და კანრევა უსწრებენ.

“კალიარი” მე-17 ადგილზეა და გასავრდნ ზონას მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. ერთადერთი გამარჯვება ჯუზეპე მეაცაზე, “ინტერთან” შეხვედრაში მოიპოვეს, როცა ეკდალმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, რასაც წარუმატებელი მატჩები მოჰყვა.

გასულ ტურში “სამპდორიასთან” ფრედ ითამაშეს. ორბურთიანი ჩამორჩენა აველარისა და საუს გოლებით გაქვითეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

ემპოლი: ბასი, ჰისაი, ტონელი, რუგანი, მარიო რუი, ვეცინო, ვალდიფიორი, კროკე, ვერდი, ტავანო, მაკარონე

კალიარი: კრანო, ბალზანო, როსეტინი, კაპუანო, აველარი, დესენა, კრისეტიგი, ეკდალი, იბარბო, საუ, კოსუ

პარმა – სასუოლო

დასაწყისი: 25 ოქტომბერი, 20:00 საათი

ადგილი: პარმა, “ენიო ტარდინი”

ცუდ ფორმაში იმყოფება “პარმა.” ერთ დროს იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მიზანი სერი ა-ში ადგილის შენარჩუნება იქნება. პარმელები 7 ტურის შემდეგ 1 მოგებითა და 6 წაგებით ბოლო ადგილს იკავებენ.

ოდნავ უკეთეს შედეგს აჩვენებს “სასუოლო.”დი ფრანჩესკოს გუნდს არ მოუგია, თუმცა მხოლოდ სამი თამაში წააგო. ოთხი ფრე და შესაბამისად ოთხი ქულა, “სასუოლო” “კიევოსთან” ერთად მე-18, მე-19 საფეხურს იყოფს.

დი ფრანჩესკოს გუნდი დაცვითი ფეხბურთის მიმდევარია, რაც კარგადაც გამოსდით ხოლმე. გასულ ტურში ლიდერ “იუვენტუსთან” სენსაციური ფრე ითამაშეს, თუმცა დღეს შეტევა მოუწევთ. შემტევ ბერარდსა და სიმონე ზაზას ამ შეხვედრაში მეტი მოეთხოვებათ.

სავარაუდო შემადგენლობები:

პარმა: მირანტე, მენდესი, ფელიპე, ლუკარელი, რისპოლი, ასქუა, ლოდი, მაური, დე შელიე, კასანო, ბელფოდილი

სასუოლო: კონსილი, ანტე, ტერანოვა, აკერბი, ვრსალიკო, მანანელი, ბიონდინი, პელუზო, ბერარდი, ზაზა, სანსონე

სამპდორია – რომა

დასაწყისი: 25 ოქტომბერი, 22:45 საათი

ადგილი: ჯენოა, “ლუიჯი ფერარი”

შაბათი დღის ბოლო მატჩს “ლუიჯი ფერარი” უმასპინძლებს. მასპინძლები მესამე ადგილს იკავაბენ, გამარჯვების შემთხვევაში რომაელებს გაუთანაბრდებიან, რომელთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა კი მიუნხენელებთან განადგურების შემდეგ სახარბიელო არ უნდა იყოს.

“სამპდორიას” საუკეთესო ბომბარდირი 4 გოლით გაბიდინია, ხოლო რომაელთაგან დესტრომ ერთით ნაკლები, სამი გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები:

სამპდორია: რომერო, დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანოლი, რეჯინი, სორიანო, პალომბო, ობიანი, გაბიდინი, ოკაკა, ედერი

რომა: დე სანკტისი, ტოროსიდისი, იანგა-მბივა, ასტორი, ჰოლებასი, პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი, ჟერვინიო, ტოტი, ფლორენცი

კიევო - ჯენოა

დასაწყისი: 26 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”

“სასუოლოსა” და “პარმასთან” ერთად გასავარდნ ზონაში “კიევო”იმყოფება. ვერონელებმა “ნაპოლისთან” მოგებითა და “ემპოლისთან” ფრით ოთხი ქულა დააგროვეს.

უკეთეს ვითარებაშია გასპერინის გუნდი. მათ მხოლოდ ორი მატჩი დათმეს, მოაგროვეს 9 ქულა და ცხრილის შუაში, მეათე პოზიციაზე იმყოფებიან.

მასპინძლებს ძალიან უჭირთ გოლის გატანა, ხოლო სტუმართა ფორვარდ მატრის ანგარიშზე 3 გოლია.

სავარაუდო შემადგენლობები:

კიევო: ბარდი, ფრეი, დანელი, ზუკანოვიჩი, ბირაგი, ჰეტემაი, რადოვანოვიჩი, კოფი, შელოტო, პალოსკი, მაქსი ლოპესი

ჯენოა: პერინი, ანტონინი, დე მაიო, ბურდისო, ანტონელი, ედენილსონი, ბერტოლაჩი, კუჩკა, პეროტი, მატრი, იაგო

იუვენტუსი – პალერმო

დასაწყისი: 26 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილი: ტურინი, “იუვენტუსი”

ალეგრის გუნდმა გასულ ტურში წაიფორხილა. ერთ-ერთი თვალსაზრისით თანამედროვე ფეხბურთში ძნელია ქულათა მაქსიმუმი დააგროვო, რადგან დატვირთვებმა მკვეთრად იმატა, ხოლო ფეხბურთის თამაში, მეტოქე გუნდისადმი მიდგომა ბევრმა გუნდმა ისწავლა.

“სასულოსთან” წაგებამ “იუვეს” პირველი ადგილი არ დააკარგვინა, თუმცა “რომასთან” სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა. “პალერმო” გასავარდნ ზონას მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.

პირველი გამარჯვება გასულ ტურში “ჩეზენასთან” დიბალასა და გონსალესის გოლებით მოიპოვეს და პირველად დაშორდნენ გასავარდნ ზონას.

სავარაუდო შემადგენლობები:

იუვენტუსი: ბუფონი, ოგბონა, ბონუჩი, კიელინი, ლიხშტაინერი, პერეირა, მარკიზიო, პოგბა, ასამოა, ტევესი, მორატა

პალერმო: სორენტინო, მუნიოსი, გონსალესი, ანდელკოვიჩი, პისანო, ბოლზონი, რიგონი, ბარეტო, ფედალი, ვასკესი, დიბალა

უდინეზე – ატალანტა

დასაწყისი: 26 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილი: უდინე, “კომუნალე ფრიული”

“უდინეზე” მეხუთე ადგილზეა და ექვსი ქულით უსწრებს ბერგამოს კლუბს. დი ნატალეს გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ ქულები დაკარგა და კონკურენტებს გასწრების საშუალება მისცა. მასპინძელთაგან გამორჩეული ფიგურა კვლავ დი ნატალეა, რომელმაც უკვე ოთხი გოლი გაიტანა.

“ატალანტამ” ბოლო ტურში მოიგო, თუმცა მანამდე ზიდეზედ ოთხი მატჩი წააგო. სამი ქულა ცხრილის ფსკერზე განლაგებულ კლუბებთან “პარმასთან” და “კალიარისთან” მოიპოვა, ხოლო ქულას ჰელასელებთან გამორჩა.

სავარაუდო შემადგენლობები:

უდინეზე: კარნეზისი, ვიდმერი, ჰურტუქსი, დომიზი, პირისი, ფერნანდესი, ალანი, გილერმე, კონე, ტერუ, დი ნატალე

ატალანტა: სპორტიელო, ზაპაკოსტა, ბიავა, ბენალუნი, დრამე, კარმონა, ჩიგარინი, ბასელი, დ’ალესანდრო, ბოაკიე, მორალესი

ჩეზენა – ინტერი

დასაწყისი: 26 ოქტომბერი, 21:00 საათი

ადგილი: ჩეზენა, “დინო მანუცი”

“ჩეზენას” ექვსი მატჩია არ მოუგია. ერთადერთი გამარჯვება პირველ ტურში “კალიარისთან” ესპანელი როდრიგესის თავურით მოიპოვეს, თუმცა “მილანთან” და “უდინეზესთან” ფრედ ითამაშეს. ასევე ფრედ ითამაშეს “ემპოლთან” და საერთო ჯამში ქულათა რაოდენობა ექვსამდე გაზარდეს.

“ინტერს” გზა “ჯუზეპე მეაცაზე” “კალიარისთან” განადგურების შემდეგ აებნა. მილანელებმა სამი ბურთის სხვაობით წააგეს ფლორენციაში მონტელას მოთამაშეებთან, ხოლო შემდეგ ნეაპოლში 2:2 ითამაშეს.

სავარუდო შემადგენლობები:

ჩეზენა: ლელი, კაპელი, ლუჩინი, ვოლტა, რენზეტი, კასკიონე, დე ფრუდისი, ჯორჯი, გარიტანო, როდრიგესი, მარილუნგო

ინტერი: ჰანდანოვიჩი, რანოკია, ვიდიჩი, ხუან ჟესუსი, ნაგატომო, ერნანესი, მედელი, კოვაჩიჩი, დოდო, პალასიო, იკარდი

ლაციო – ტორინო

დასაწყისი: 26 ოქტომბერი, 21:00 საათი

ადგილი: რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი რომში, “ლაციოსა” და “ტორინოს” შორის შედგება.

“ლაციომ” ბოლო სამ ტურში ქულათა მაქსიმუმი, ცხრა ქულა მოაგროვა. მშვენიერი ფორმაშია ჯორჯევიჩი, რომელმაც უკვე ხუთი გოლი გაიტანა, ხოლო კანდრევამ ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.

ტურინელები ევროპალიგაზე წარმატებით გამოდიან. “კოპენჰაგენთან” მოგებას “ჰიკთან” გამარჯვება მოაყოლეს, გასულ ტურში კი “უდინეზესთან” მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს, მაგრამ გასულ ტურებში დაკარგული ქულების გამო მე-12 ადგილზე იმყოფებიან, ხოლო “ლაციო” მეექვსეა.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლაციო: მარკეტი, კავანდა, დე ვრი, კანა, რადუ, ბიგლია, პაროლე, ლულიჩი, ანდერსონი, ჯორჯევიჩი, კანდრევა

ტორინო: ჟილე, მაქსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი, პერესი, ნოჩერინო, სანჩეს მუნო, დარმიანი, ამაური, კვალიარელა, ვივესი

ნაპოლი – ვერონა

დასაწყისი: 26 ოქტომბერი, 21:00 საათი

ადგილი: ნეაპოლი, “სან პაოლო”

ჰელასელებსა და ნეაპოლელებს 11-11 ქულა აქვთ.

სეზონის სტარტზე ბენიტესის გუნდმა ბილბაოში წაგებული თამაშის შემდეგ არც თუ ისე დამაჯერებლად განაგრძო. გასულ ტურში “ინტერთა” ფრედ ითამაშა, ხოლო შემდეგ “იანგ ბოიზთან” წააგო.

კარგ ფორმაშია კალეხონი. მან 7 ტურში 6 გოლი გაიტანა, ხოლო იგუაინმა 2 საგოლე პასი გააკეთა.

ჰელასელები არასტაბილურობით გამოირჩევიან. წააგეს “მილანთან” და “რომასთან,” მოუგეს “ტორინოსა” და “კალიარის.”

სტუმართა შორის კარგ სეზონს ატარებენ რუმინელი იონიტა, ბერძენი ტაჩციდისი და გამოცდილი ლუკა ტონი.

სავარაუდო შემადგენლობები:

ნაპოლი: რაფაელი, მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, ზუნიგა, ინლერი, დავიდ ლოპესი, კალეხონი, ჰამშიკი, ინსინე, იგუაინი

ვერონა: რაფაელი, მარტიჩი, მორასი, მარკესი, ბრივო, კამპანიარო, ტაჩციდისი, ჰალფრედსონი, გომესი, ტონი, იანკოვიჩი

მილანი – ფიორენტინა

დასაწყისი: 26 ოქტომბერი, 23:45 საათი

ადგილი: მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მილანურმა გუნდმა ბოლო ტურებში გამოასწორა შედეგი. “კიევოსა” და “ვერონასთან” მოგებებმა 6 ქულა შემატა ინძაგის გუნდს და მეოთხე ადგილზე აინაცვლეს.

კვირის ცენტრალური მატჩი უდაოდ მილანში გაიმართება და სტუმარი “ფიორენტინა” ცოტა დაღლილიც უნდა იყოს, “მილანთან” შედარებით მაინც. ხუთშაბათს “პაოკთან” გასვლით მატჩში მოიგეს და გასულ ტურში “ლაციოსთან” მარცხის შემდეგ ხასიათი გამოისწორეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

მილანი: აბიატი, აბატე, ალექსი, რამი, დე შილიო, პოლი, დე იონგი, მუნტარი, ჰონდა, ტორესი, ელ შაარავი

ფიორენტინა: ნეტო, ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, ალონსო, კურტიჩი, ბორხა, აკვილანი, ფერნანდესი, კუადრადო, ბაბაქარი

0.147709