ორიოდ დღის წინ მილანის “ინტერის” საპატიო პრეზიდენტის პოსტი მასიმო მორატიმ დატოვა. “გაძეტა დელო სპორტი” ვარაუდობს, რომ მორატის, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი და ყოფილი კაპიტანი ხავიერ ძანეტიც მიბაძავს. ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით, მორატის და ძანეტის ოჯახების ახლო ურთიერთობის გამო დიდია ალბათობა, რომ კლუბიდან ძანეტიც წავიდეს.
გიორგი მელქაძე