32 წლის დავიდ ფერერი ამჟამად თავის მშობლიურ ვალენსიაში გამოდის და ბრაზილიელი ტომას ბელუჩის ძლევის შემდეგ საჩოგბურთო კარიერაში 600-ე გამარჯვება მოიპოვა. დავიდი 22-ე მოთამაშე გახდა, რომელთაც ამ ზღვარს გადააბიჯეს.
მოქმედ ჩოგბურთელთაგან 600 და მეტი მატჩი მხოლოდ 4 სპორტსმენს მოუგია. როჯერ ფედერერმა 986-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები, რაფა ნადალმა 706-ჯერ იმარჯვა, ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტის აქტივში კი 611 მოგებაა.