9-10 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსებიდან 25 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისში არაერთი მაღალი რანგის სტუმარი იმყოფებოდა. მათ შორის იყო ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ნენად ლალოვიჩიც.
FILA-ს პრეზიდენტი მოხიბლულია სეოკ-ის ორგანიზებით ჩატარებული საიუბილეო ღონისძიებებით და პრეზიდენტ ლერი ხაბელოვის სახელზე მადლობის წერილიც გამოაგზავნა.
“ჩემთვის დიდი პატივი იყო ქართული ოლიმპიური მოძრაობის ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას დავსწრებოდი. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი უდიდესი პატივისცემა სეოკ-ის, თქვენი საჭიდაო ტრადიციების და ზოგადად ქართული სპორტის მიმართ. შარშან ჩვენს სახეობას არცთუ კარგი პერიოდი ჰქონდა და სწორ გზაზე დაყენებაში თქვენი წვლილიც განსაკუთრებულია, მაგრამ ამით არაფერი დამთავრებულა და ჩვენ მომავალში ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ” – ნათქვამია FILA-ს პრეზიდენტის განცხადებაში.
www.geonoc.org.ge