“მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ უნგრული “კიორმენდის” აწ უკვე ყოფილი ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შარაბიძე კლუბისა და კალათბურთელის ურთიერთშეთანხმების შემდეგ გაიყარნენ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი შარაბიძე უკლუბო დარჩა. თუ სად გააგრძელებს იგი კარიერას, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. გამორიცხული არაა, გიორგი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდეს - 2013-14 წლების სეზონში ის “არმიაში” თამაშობდა.