ფეხბურთი

21:04 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

დუნგა : „ნეიმარი კაპიტნად დარჩება“

მას შემდეგ, რაც დუნგამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ფელიპე სკოლარი ჩაანაცვლა, ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ოთხი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. აღნიშნულ შეხვედრებში გუნდს ნეიმარმა უკაპიტნა, რადგან ტიაგო სილვა ტრამვის გამო მხოლოდ მომავალ თვეში დაუბრუნდება გუნდს. ამის მიუხედავად კაპიტნად ნეიმარი რჩება, - აცხადებს დუნგა CBF ვებგვერდთან საუბარში.

„უკვე გადაწყვეტილია - ნეიმარი გუნდის ახალი კაპიტანია, რაც შეეხება ტიაგოს, ის მალე დაბრუნდება და ჩვენ მასთან დიალოგი გვექნება“, - ამბობს დუნგა.

ტიაგო სილვამ ბოლოს გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე, მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში უკაპიტნა. აღნიშნული მატჩი ბრაზილიამ ჰოლანდიის ნაკრებთან 0:3 დათმო.


თორნიკე ზეიკიძე

0.118166