ფეხბურთი

17:57 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბეშიქთაში” პეტერ ჩეხით დაინტერესდა

Talk Sport-ის ცნობით, “ჩელსის” 32 წლის მეკარით, პეტერ ჩეხით, თურქული კლუბი “ბეშიქთაში” დაინტერესდა. კლუბი ჩეხის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხი კიპერი უკმაყოფილოა მწვრთნელის გადაწყვეტილებით და კლუბის გამოცვლაზე ფიქრობს. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო მატჩები ინგლისის პრემიერლიგაში ჩეხი სათადარიგო სკამზე ზის. “ჩელსის” კარს ბელგიელი ტიბო კურტუა იცავს.

0.132423