ფეხბურთი

22:50 | 15.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: “ბარსას” სიამოვნებით გავწვრთნიდი”

კატალონიის “ბარსელონას” 34 წლის ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა BBC-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მომავალში მწვრთნელობას არ გამორიცხავს. ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებით, იგი ინგლისურ პრემიერლიგაში სიამოვნებით ითამაშებდა, “ლივერპულის” რიგებში.

“მე “ბარსას” მწვრთნელად? – ალბათ კი. სიამოვნებით ვიმუშავებდი “ბარსელონაში”.

ეს სპორტი ჩემი ვნებაა, ეს ჩემთვის მაქსიმუმია, ვნახოთ რა იქნება მომავალში. ჯერჯერობით ვთამაშობ და დანებებას არ ვაპირებ. ბევრმა ექს ფეხბურთელმა მთხოვა, რომ ვითამაშო მანამ, სანამ შევძლებ.

პრემიერლიგაში სიამოვნებით ვითამაშებდი, “ლივერპული” ინგლისური გუნდებიდან განსაკუთრებით მომწონდა” – განაცხადა ჩავიმ.

ჩავის “ბარსელონასთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება.

0.142094