ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის „ბარსელონას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრეს ინიესტამ პრესკოფერენციაზე განაცხადა, რომ მოხარული იქნება თუკი მესი ორი გოლის გატანას მოახერხებს „ბერნაბეუზე“.
„მოხარული ვიქნები, თუ მესი ორ გოლს გაიტანს. „ბერნაბეუზე“ მატჩის შეჩერება იქნება ძალიან დიდი მოვლენა და საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ როგორ მიიღებს ამას მადრიდელი პუბლიკა“, - ამბობს ინიესტა.
თუ არგენტინელი სუპერვარსკვლავი მართლაც მოახერხებს შაბათს გასამართ „ელ-კლასიკოში“ ორი გოლის გატანას, იგი დამყარებს ტელმო ზარას რეკორდს, რომელსაც ლა-ლიგაში 251 გოლი აქვს გატანილი, მესის კი ამ დროისთვის 249.
თორნიკე ზეიკიძე