კალათბურთი

21:06 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მგზავრები-არმიამ” თეიმურაზ ბაბუნაშვილს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

სუპერლიგის მონაწილე “მგზავრები-არმიამ”, უკანახაზელ თეიმურაზ ბაბუნაშვილს (07. 02. 90. 188 სმ) ახალი, ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “მგზავრები-არმიას” პრეზიდენტმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ირაკლი შანიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბაბუნაშვილი კალათბურთს რუსეთში ეზიარა, სადაც რამდენიმე წელი მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ნათამაშები აქვს ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 2010 წელს “ქუთაისი 2010”-ში ჩაირიცხა, სადაც სამი წელი ითამაშა, 2013 წლიდან “არმიაში” ჩაირიცხა, რომელსაც ახალი სეზონიდან “მგზავრები-არმია” ეწოდება.

0.118202