ჩოგბურთი

18:34 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერენამ რეპუტაცია აღიდგინა

სინგაპურში მიმდინარე ქალ ჩოგბურთელთა შემაჯამებელ ტურნირზე, პლანეტის ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ამერიკელმა სერენა უილიამსმა კანადელი ეჟენი ბუშარი გაანადგურა (6:1, 6:1). სერენას გუშინდელი სენსაციური მარცხის შემდეგ ჰალეპთან (6:0, 6:2) აუცილებლად ესაჭიროებოდა ბუშართან გამარჯვება.

პირველ სეტში პირველივე ჩაწოდება მოიგო ბუშარმა და 1:0 დაწინაურდა. ეს იყო და ეს რაც კანადელმა სეტში შეძლო, უილიამსმა ზედიზედ 6 გეიმი მოიგო და სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტშიც მხოლოდ ერთი გეიმის მოგება მოახერხა ბუშარმა.

მატჩი 59 წუთში დასრულდა. სერენამ 5 ეისი ჩააწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ბუშარს არც ერთი ეისი არ ჩაუწოდებია, 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ბუშარის სინგაპურში გამოსვლა წარუმატებელი აღმოჩნდა, მან წითელ ჯგუფში სამივე მატჩი წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

ხვალ გაიმართება ივანოვიჩ-ჰალეპის შეხვედრა. ეს მატჩი გაარკვევს ჯგუფში 1-2 ადგილოსნებს.

.

სიმონა ჰალეპი

2

2

0

4:0

2

2.

სერენა უილიამსი

3

2

1

4:2

2

3.

ანა ივანოვიჩი

2

1

1

2:2

1

4.

ეჟენი ბუშარი

3

0

3

0:6

0

მატჩის საინტერესო მომენტები

http://www.youtube.com/watch?v=KUhAHN24CMQ

0.113369