ფეხბურთი

18:18 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს “ელ კლასიკოს” შაბათს ჩატარება არ სურდა

25 ოქტომბერს მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მადრიდისკენ იქნება მიპყრობილი. “ელ კლასიკოში” “რეალი” “ბარსელონას” უმასპინძლებს.

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ გუშინ “ლივერპულთან” მოგებული თამაშის შემდეგ, ამ შეხვედრაზეც დააფიქსირა თავისი მოსაზრება.

რონალდუს თქმით, მას ვერ გაუგია, რატომ გადაწყვიტეს ამ შეხვედრის შაბათს ჩატარება.

“ვერ გამიგია, რატომ გვათამაშებენ შაბათს საღამოს. ჩვენ ოთხშაბათს ვითამაშეთ და უფრო მართებული იქნებოდა, “ელ კლასიკო” კვირას გვეთამაშა. ეს, ისეთი მატჩია, ყველა დეტალი გასათვალისწინებელია. კატალონიელებმა ჩვენთან შედარებით 24 საათით მეტი დაისვენეს. “ელ კლასიკოში” მარტო მესისთან არ მოგვიწევს დაპირისპირება, არამედ მთელ “ბარსელონასთან”, - განაცხადა რონალდუმ.

“ელ კლასიკო” შაბათს ჩვენი დროით 20:00 საათზე გაიმართება.

გიორგი მელქაძე

0.11254