უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა. ტურის გმირი ულაპარაკოდ ლუის ადრიანოა, რომელმაც “ბატეს” 5 გოლი გაუტანა. ყველაზე მეტი – 2 მოთამაშე კი, მადრიდის “რეალიდანაა” მოხვედრილი.
მე-3 ტურის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: რობერტო (“ოლიმპიაკოსი”);
მცველები: დავიდ ლუისი (პსჟ), სუში (“ბაზელი”), მარსელო (“რეალი”), დონატი (“ლევერკუზენი”);
ნახევარმცველები: კოკე (“ატლეტიკო”), აზარი (“ჩელსი”), როისი (“დორტმუნდი”);
თავდამსხმელები: ბენზემა (“რეალი”), რობენი (“ბაიერნი”), ლუის ადრიანო (“შახტარი”).