საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალიკ სარქისიანმა პორტუგალიელებთან სპარინგისთვის შეკრებაზე გამოძახებულ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა. მან 14 ფუტსალისტი შეარჩია.
მეკარეები: თორნიკე ბუკია და დავით კეფაშვილი (ორივე “თბილისი”).
მოედნის მოთამაშეები: შოთა ჭანუყვაძე, არჩილ სებისკვერაძე, ზურაბ ლუკავა (ყველა “ნეფთჩი”, აზერბაიჯანი ), კახაბერ მაისაია, დავით ბობოხიძე (ორივე “ეკოლი”, აზერბაიჯანი), შოთა თოფურია (“თელასი”), ალექსანდრე ძაბირაძე, გოგა ალთუნაშვილი, გიორგი ტიკურიშვილი, ვახტანგ ჯვარაშვილი, ლევან კობაიძე, ირაკლი თოდუა (ყველა “თბილისი”).
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში 25 ოქტომბერს გაემგზავრება, ხოლო ამხანაგურ თამაშებს 27 და 28 ოქტომბერს პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ჩაატარებს.