მადრიდის “რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ “ლივერპულის” გულშემატკივრების შესახებ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
ანჩელოტიმ გაიხსენა 2005 წლის სტამბოლის დაუვიწყარი ფინალი და ინგლისელი გულშემატკივრები იტალიელ გულშემატკივრებს შეადარა.
“მილანი” პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს იგებდა, თუმცა ინგლისელები არ გაჩერებულან, ამხნევებდნენ საკუთარ ფეხბურთელებს და თავიანთ ჰიმნს მღეროდნენ. ჩვენ, იტალიელები თუ 3:0-ს ვაგებთ, სტადიონიდან მივდივართ ან უფრო უარესს ვაკეთებთ. ბედნიერი ვარ, რომ ორი წლის შემდეგ “ლივერპულთან” რევანშის აღება მოვახერხეთ”, - განაცხადა ანჩელოტიმ.
გიორგი მელქაძე