კალათბურთი

14:27 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი და ცსკა-ს დანაკლისი

დღეს საღამოს, მოსკოვის ცსკა ევროლიგის მე-2 ტურში ტურნირის მოქმედ ჩემპიონ თელ ავივის “მაკაბის” დიდი დანაკლისით დაუხვდება.

როგორც “არმიელთა” ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ცსკა ებრაულ გრანდთან სასტარტო ხუთეულის ერთბაშად 4 წევრის გარეშე ითამაშებს. ფრანგი ნანდო დე კოლო და ჯერაც ამერიკელი დემეტრის ნიკოლსი ინდივიდუალურად ემზადებიან, ქართველი მანუჩარ მარკოიშვილი კონსერვატიულ თერაპიას გადის, ისევე, როგორც რუსი ვიკტორ ხრიაპა.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვს საუკეთესო შემადგენლობით ვერც მაკაბი ესტუმრა. თელ ავიველებს პრინციპულ მატჩში დუეინ სმიტი და ალექს ტაისი დააკლდებათ.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ცსკა-მ ბერლინში “ალბას” 84:68 სძლია, ხოლო “მაკაბიმ” შინ ფრანგულ “ლიმოჟს” 92:76 მოუგო.

მომავალი მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.115612