როგორც ჰოლანდიელი ჟურნალისტები იუწყებიან, “არსენალის” მწვრთნელი არსენ ვენგერი “ასტონ ვილას” ცენტრალური მცველის რონ ვლაარის შეძენით დაინტერესდა. ფრანგს ჰოლანდიელის დამატება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.
ლონდონელები კარგა ხანია გამოთქვამენ ცენტრალური მცველით გაძლიერების სურვილს. მათ ერთ-ერთ სამიზნეს მატს ჰუმელსიც წარმოადგენს, თუმცა გერმანელის შეძენისთვის გაცილებით მეტი თანხის გაღებაა საჭირო.
ვლაარს “ასტონ ვილასთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. სეზონის ბოლომდე პოლ ლამბერტის კლუბში დარჩენის შემთხვევაში ზაფხულში ჰოლანდიელი თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს, ხოლო “ასტონ ვილა” ფეხბურთელში თანხას ვერ მიიღებს. ერთ-ერთი ვერსიით, ეს ფაქტორი უფრო რეალურს ხდის ვლაარის “არსენალში” გადაბარგებას.