ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ტრადიციულ თურქულ ჭიდაობაში – კარაკუჯაკში სცადეს ბედი და ბრწყინვალედაც გამოუვიდათ. ართვინის პროვინციაში, ღია ცის ქვეშ გამართულ ტურნირში სულ შვიდ წონით კატეგორიაში გათამაშდა მედლები და სამში ოქროს საქართველოს წარმომადგენლები დაეუფლნენ.
60 კილოგრამში ოთარ გოგავა გახდა ჩემპიონი. 74-ში ტურნირი წაუგებლად ალექსანდრე ჯაჭვაძემ ჩაამთავრა, ხოლო 96-ში - ზვიად მეტრეველმა. გიორგი სამაძემ (74 კგ) და თორნიკე ხიდეშელმა (120 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.