ისტორია

8:57 | 31.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

 1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინისიუვენტუსისნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014).

მნიშვნელოვანი ფაქტები

1912. ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბიროზენდალი”.

1932. დევისის თასის 29- გათამაშების ფინალში, დიდი ბრიტანეთის ეროვნულმა გუნდმა აშშ-ის ნაკრებს 4:1 მოუგო. მატჩი უიმბლდონში ჩატარდა.

1936. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 1940 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის ნება იაპონიის დედაქალაქს ტოკიოს დართო, თუმცა, მეორე მსოფლიოს ომის გამო, აღნიშნული ოლიმპიადა ჩაიშალა.

1956. მოსკოვში გაიხსნა სპორტული კომპლექსილუჟნიკი”.

1971. ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბიგოუ ეჰედ იგლზი”.

1976. ჰოლანდიელმა მძლეოსანმა ვალდემარ ციპრინსკიმ, მონრეალის ოლიმპიადის მარათონული გარბენი მოიგო (2:09.55).

1976. მონრეალის ოლიმპიადის მსვლელობისას 400 მეტრზე ესტაფეტით სირბილში აშშ-ის მამაკაცთა ნაკრებმა ჩემპიონობა მოიპოვა და აღნიშნული დისტანციის დაფარვა პირველად მოახერხა 3 წუთზე ნაკლებ დროში.

1976. ლევან თედიაშვილი მონრეალის თამაშებზე მეორედ გახდა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მიუნხენში მან პირველობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 81 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა, ამჯერად კი 90 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. ქართველ მოჭიდავეთაგან თედიაშვილი ერთადერთი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

1981. აშშ-ის ბეისბოლისტთა ლიგის მოთამაშეებმა 49 დღიანი გაფიცვა დაასრულეს.

1984. ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას, აშშ-ის მამაკაცთა ნაკრებმა სპორტულ ტანვარჯიშში, გუნდურ ასპარეზობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

1985. ბულგარეთის ქალაქ ვარნას საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის სასტარტო მატჩში, თბილისისდინამომმალტის ნაკრებს 3:2 მოუგო. დინამოელთაგან გოლები მიხეილ მესხმა (ორი) და გურამ ჩქარეულმა გაიტანეს. “დინამო”: გაბელია (აბუსერიძე), მიქაბერიძე, მახარაძე, გოგრიჭიანი (ფრიდონაშვილი), არზიანი, კაკილაშვილი, სვანაძე, ჟორდანია (ბარათაშვილი), გურული, ცაავა, ჩქარეული (მესხი). გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1988. ფეხბურთში საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის მეორე წრის პირველ მატჩში, თბილისისდინამომმოსკოვისსპარტაკი” 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი გრიგოლ ცაავამ გაიტანა. თამაში თბილისში ჩატარდა. გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა.

1988. ვილი ტარჯილი ბეისბოლისტთადიდების დარბაზისწევრი გახდა.

1992. ბარსელონას ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას ამერიკელმა მოცურავე ჯეფ როუზმა 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (53,86).

1992. ბარსელონას ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას, ჩინელმა მოცურავე იან ვენიმ 50 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (24,79).

1994. ლეგენდარულმა უკრაინელმა მძლეოსანმა სერგეი ბუბკამ ჭოკით სიმაღლეზე ხტომაში თავისი რიგით ოცდამეთხუთმეტე და უკანასკნელი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (6 14 სმ).

2005. “ფორმულა-1”-ის უნგრეთის გრან პრი (“ჰუნგარორინგი”) ფინელმა მრბოლმა, კიმი რაიკონენმა მოიგო, მეორე გერმანელი მიხაელ შუმახერი იყო, ხოლო მესამე მისი ძმა რალფი.

2005. ბეისბოლისტთადიდების დარბაზშირინე სანდბერგი და უეილ ბოგზი შეიყვანეს.

2007. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმაბოსტონ სელტიკსმა” “მინესოტა თიმბერვულვზიდან” Kკევინ გარნეტი აიყვანა.

2008. თბილისში  ჩამოვიდა არგენტინელი საფეხბურთო სპეციალისტი ექტორ რაულ კუპერი.

2010. კოლუმბიაში მიმდინარე სამხრეთ ამერიკის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიამ არგენტინას 87:77 მოუგო. ბრაზილიელები 18- გახდნენ კონტინენტის ჩემპიონები.

 ამ დღეს დაიბადნენ

1929. ხოსე სანტამარია (ხოსე ემილიო სანტამარია იგლესიასი). ურუგვაისა და ესპანეთის ნაკრებების, მონტევიდეოსნასიონალისა” (1948-57) და მადრიდისრეალის” (1957-66) მცველი. ურუგვაის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, ესპანეთის ეროვნულ გუნდში 16-ჯერ იასპარეზა. 1958, 1959, 1960 და 1966 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა თასი. 1960 წელს გახდა საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი. ურუგვაის ჩემპიონი (1950, 1952, 1955, 1956, 1957). ესპანეთის ჩემპიონი ( 1958, 1961, 1962, 1963, 1964, 1965). ესპანეთის თასის მფლობელი (1962). ესპანეთის ჩემპიონატში ჩაატარა 227 მატჩი. 1968-71 წლებში წვრთნიდა ესპანეთის ახალგაზრდულ და ოლიმპიურ ნაკრებებს, 1971-78 წლებში სათავეში ედგა ბარსელონასესპანიოლს”, 1980-82 წლებში კი ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

1937. იზაბელ დენიელსი. ამერიკელი მძლეოსანი ქალი. 100 მეტრზე ესტაფეტით სირბილში მელბურნის 1956 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი.

1939. ესპარსა სოკო. ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდისრეალისნახევარმცველი. ევროპის 1964 წლის ჩემპიონი. 1966 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ესპანეთის შვიდგზის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი.

1943. რობერტო მირანდა. 1960-70 წლებში ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონი. მექსიკის მუნდიალზე ჩაატარა 2 მატჩი. 1968 წელს მოიპოვა ბრაზილიის თასი.

1946. ალან კლარკი. ინგლისის ნაკრებისა დალიდს იუნაიტედისფორვარდი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 19 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. ინგლისის ჩემპიონი. ბაზრობათა და ინგლისის თასების მფლობელი.

1951. ივონ გულაგონგი. ავსტრალიელი ჩოგბურთელი ქალი. გასული საუკუნის 70-იან წლებში მოგებული აქვს დიდი სლემის შვიდი ტურნირი. მოიგო ავსტრალიის (1974, 1975, 1976, 1977) და საფრანგეთის (1971) ღია პირველობები, 1971 და 1980 წლებში გახდა უიმბლდონის ჩემპიონი. 1973, 1974, 1975, 1976 წლებში ითამაშა აშშ-ის ღია პირველობების ფინალში. სადიდსლემო ტურნირები მოგებული აქვს წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგებშიც. იყო პლანეტის ნომერ პირველი ჩოგბურთელი (1976). ავსტრალიის აბორიგენი მოსახლეობის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც სპორტში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. კარიერის განმავლობაში გამოიმუშავა მილიონ 400 ათასი დოლარი.

1952. ჰელმუტ ბალდერისი (ჰელმუტ ბალდერის-სილდედზისი). საბჭოთა კავშირის ჰოკეისტთა ნაკრებისა და რიგისდინამოსფორვარდი. ბავშვობაში მისდევდა ციგურებით სრიალს და ამის გამო, ყინულზე სრიალის განსაკუთრებული ორიგინალური სტილი ჩამოუყალიბდა. 1977 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე აღიარეს საუკეთესო ჰოკეისტად. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. ჰქონდა უნიკალური სათამაშო ტექნიკა. სპორტული კარიერის მიწურულს ასპარეზობდა კანადაში. 37 წლის ასაკში იცავდა ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბის, “მინესოტა ნორდ სტარზისღირსებას. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ლატვიის დედაქალაქში, სადაც სპორტის სასახლის დირექტორია.

1953. უგო გოტარდი. 1970-80-იანი წლების არგენტინელი ფორვარდი. 1976-83 წლებში გამოდიოდაესტუდიანტეშიორჯერ გახდა არგენტინის ჩემპიონი. არგენტინის ჩემპიონატებში ჩაატარა 450 მატჩი, გაიტანა 186 გოლი. 1983-86 წლებში იცავდა კოლუმბიისინდეპენდიენტე სანტა ფესღირსებას. 1983 და 1984 წლებში გახდა კოლუმბიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. კოლუმბიელმა ფანებმამიწისძვრაშეარქვეს.

1955. ლარს ბისტრუპი. დანიის ნაკრებისა დაჰამბურგისფორვარდი. 1980 წელს დაასახელეს დანიის საუკეთესო ფეხბურთელად. დანიის ნაკრებში ჩაატარა 30 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. “ჰამბურგისშემადგენლობაში ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი. მოპოვებული აქვს დანიის ჩემპიონიბაც.

1957. ირინა ნაზაროვა. საბჭოთა მძლეოსანი. მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადაზე, 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში მოიპოვა ოქროს მედალი.

1966. ვალდას ივანაუსკასი. საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა, ახალგაზრდული და ლიტვის ეროვნული ნაკრებების, ვილნიუსისჟალგირისის”, ვენისაუსტრიასადაჰამბურგისნახევარმცველი. ავსტრიის სამგზის ჩემპიონი. ლიტვის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 28 მატჩი. 1990, 1991, 1993 და 1994 წლებში დაასახელეს ლიტვის საუკეთესო ფეხბურთელად. წვრთნიდაკაუნასს”, “ჰართსს”, “კარლ ცაისს”. იყო ლიტვის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი და გორისდილასმთავარი მწვრთნელი.

1969. ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინისიუვენტუსისნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014).

1970. ქრისტინა ფალასანიდი. სინქრონულ ცურვაში საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი ერთეულებში, წყვილებსა და ჯგუფურ ვარჯიშებში. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. ევროპის ჩემპიონი (1989) და ვერცხლის პრიზიორი (1987). მონაწილეობა მიიღო სეულის 1988 წლის ოლიმპიადაზე და ერთეულთა თანრიგში დაიკავა მეშვიდე ადგილი (650 ქულა).

1970. კნუტ ჰოლმანი. ნორვეგიელი ნიჩბოსანი. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1975. რუბენ პეტერსონი. “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსისმძიმე ფორვარდი-მეფარე (211 სმ).

1976. მაქსიმ რომაშჩენკო. ბელორუსის საფეხბურთო ნაკრების, მოსკოვისდინამოსდა თურქულიგაზიანთებისნახევარმცველი.

1981. ჯონ ედვარდსი. “ინდიანა პეისერზისმეფარე (210 სმ).

 ამ დღეს გარდაიცვალა

2009. ავთვსისებიანი სიმსივნით ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ლეგენდარული ინგლისელი საფეხბურთო მწვრთნელი სერ ბობი რობსონი

0.121816