ფეხბურთი

19:21 | 15.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი ესპანეთთან მატჩს გამოტოვებს

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მეკარე მანუელ ნოიერი 18 ნოემბერს სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ბუნდესნაკრების 28 წლის კაპიტანს მუხლი ატკივდა და შეკრება დატოვა. გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა განაცხადა, რომ რომან ვაიდენფელერსა და რონ-რობერტ ცილერს ტრავმირებული ნოიერის შეცვლა შეუძლიათ.

“ესპანეთთან უძლიერესი შემადგენლობით თამაში გვსურდა, მაგრამ ნოიერის ჯანმრთელობით გარისკვა არ გვინდა. ჩვენ ორი საუცხოო ალტერნატივა გვყავს – ვაიდენფელერი და ცილერი. ვიცი, რომ მათზე დაყრდნობა შემიძლია”, – იუწყება ლიოვის სიტყვებს გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვებგვერდი.

0.064834