ფეხბურთი

13:05 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გარსია: “ტაქტიკის არჩევისას შევცდი”

სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის დღის ცენტრალურ შეხვედრაში იტალიური “რომა” მიუნხენის “ბაიერნთან”საკუთარ მოედანზე 1:7 განადგურდა.

მატჩის შემდეგ, რომაელთა ფრანგმა თავკაცმა მარცხი საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ ის მატჩის წინ ტაქტიკის არჩევისას შეცდა.

“ვფიქრობ, რომ ტაქტიკის არჩევისას შევცდი. ჩვენ ნაკლებად აგრესიულად ვთამაშობდით. ფეხბურთელებს ყველაზე ნაკლებად მიუძღვით ბრალი მომხდარში, უპირველესად ეს ჩემი ბრალია, რადგან ვერ შევარჩიე სწორი ტაქტიკა. მეორე ტაიმში გუნდი მორალურად განადგურებული გავიდა მოედანზე, თუმცა მაინც ვწუხვარ ორი გაშვებული გოლის გამო” – ამბობს გარსია.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა “რომამ” ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით წააგო. 2006-2007 წლების სეზონში იგივე დაემართა რომაულ კლუბს “მანჩესტერ იუნაიტედთან” დაპირისპირებისას.

გიორგი მელქაძე

0.112732