ევროპის 9 ქალაქში დღეს კონტინენტის პირველობის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები გაიმართება.
დღის ცენტრალური შეხვედრა ვენაში შედგება, სადაც G ჯგუფის ლიდერები ავსტრია და რუსეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
ინგლისის ნაკრები სლოვენიას ხვდება შინ, ხოლო ესპანეთი – ბელარუსს.
C ჯგუფი
ესპანეთი – ბელარუსი
უელვა, “ესტადიო ნუევო კოლუმბინო”
დღევანდელი მეტოქეთათვის ერთმანეთი კარგად ნაცნობია. ნაკრებები წინა შესარჩევშიც ერთ ჯგუფში იყვნენ. ესპანეთში გამართული შეხვედრა “ფურია როხამ” 2:1 მოიგო, ხოლო სტუმრად 4:0 გაანადგურა მეტოქე.
მას შემდეგ ორივე ნაკრებში ბევრი ცვლილება მოხდა. განსაკუთრებით ეს ესპანეთზე ითქმის, სადაც ძალიან ბევრმა მოთამაშემ ნაკრები დატოვა და მათ ნაცვლად ახალი სახეები გამოჩნდნენ. თუმცა, პირენეის ნახევარკუნძულელები კვლავაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად ითვლებიან და დღესაც აშკარა ფავორიტები არიან.
ვისენტე დელ ბოსკეს გუნდში კიდევ რამდენიმე ახალწვეულია: იგნასიო კამაჩო, ნოლიტო, ხოსე მარია კალეხონი და ალვარო მორატა.
ტრავმები მიიღეს და ნაკრებს გამოაკლდნენ დავიდ დე ხეა და სესკ ფაბრეგასი. ესპანეთის ძირითადი კიპერი ისედაც იკერ კასილასია და არანაირი პრობლემა არაა “მანჩესტერის” მეკარის დანაკლისი, ხოლო ფაბრეგასი “ვილიარეალის” ნახევარმცველმა, ბრუნო სორიანომ შეცვალა და დიდი ხნის შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა.
სავარაუდო შემადგენლობები
ესპანეთი (4-3-3): კასილასი, აზპილიკუეტა, პიკე, რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, კოკე, ისკო, გარსია, პედრო, ალკასერი.
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
ბელარუსი (4-2-3-1): გუტორი, პოლიაკოვი, ბორდაჩევი, იანუშკევიჩი, მარტინოვიჩი, კორნილენკო, კისლიაკი, კრივეტსი, ნეკაჟჩიკი, მატვეჩიკი, სიგნევიჩი.
მწვრთნელი: ანდრეი ზიგმანტოვიჩი
მსაჯი: კენ იანსენი
მაკედონია – სლოვაკეთი
ადგილი: სკოპიე, “ნასიონალნა არენა ფილიპ 2 მაკედონსკი”
მსაჯი: პედრო პროენსა
ლუქსემბურგი – უკრაინა
ადგილი: ლუქსემბურგი, “სტად ჟოზი ბარტელი”
მსაჯი: კრისტინ იაკობსონი
1. | სლოვაკეთი | 3 | 3 | 0 | 0 | 6:2 | 9 | |
2. | ესპანეთი | 3 | 2 | 0 | 1 | 10:3 | 6 | |
3. | უკრაინა | 3 | 2 | 0 | 1 | 3:1 | 6 | |
4. | მაკედონია | 3 | 1 | 0 | 2 | 4:8 | 3 | |
5. | ბელარუსი | 3 | 0 | 1 | 2 | 2:6 | 1 | |
6. | ლუქსემბურგი | 3 | 0 | 1 | 2 | 3:8 | 1 |
E ჯგუფი
ინგლისი – სლოვენია
ლონდონი, “უემბლი”
ჯგუფის მთავარი ფავორიტი ინგლისის ნაკრები შინ მეორე ადგილოსან სლოვენიას მიიღებს. “ლომებმა” განვლილ მატჩებში შვეიცარია, სან-მარინო და ესტონეთი დაამარცხეს და უდანაკარგოდ არიან პირველ ადგილზე, ხოლო სლოვენიამ პირველ ტურში ესტონეთთან წააგო, რასაც შვეიცარიასთან და ლიტვასთან მოგებები მოჰყვა.
ინგლისის ნაკრები დღეს ტრავმების გამო ლეიტონ ბეინსსა და ანდროს თაუნსენს მოისაკლისებს, ხოლო მეტოქეს ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს.
სავარაუდო შემადგენლობები
ინგლისი (4-3-1-2): ჰარტი, კეჰილი, იაგიელკა, გიბსი, ჩემბერსი, ჰენდერსონი, მილნერი, უილშირი, სტერლინგი, რუნი,უელბეკი.
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი
სლოვენია (4-4-2): ჰანდანოვიჩი, ილიჩი, სესარი, სტრუნა, ბრეჩკო, მერტელი, ბირსა, კამპლი, კირმი, ლიუბიჟანკიჩი, ნოვაკოვიჩი.
მწვრთნელი: სრეჩკო კატანეცი
მსაჯი: ოლეჟარიო ბენქუერენსა
შვეიცარია – ლიტვა
ადგილი: სენტ-გალენი, “აფგ არენა”
მსაჯი: სვეინ მოენი
სან მარინო – ესტონეთი
ადგილი: სერავალე, “სტადიო ოლიმპიკო დი სერავალე”
მსაჯი: ფელიქს ბრიხი
1. | ინგლისი | 3 | 3 | 0 | 0 | 8:0 | 9 | |
2. | სლოვენია | 3 | 2 | 0 | 1 | 3:1 | 6 | |
3. | ლიტვა | 3 | 2 | 0 | 1 | 3:2 | 6 | |
4. | შვეიცარია | 3 | 1 | 0 | 2 | 4:3 | 3 | |
5. | ესტონეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 1:2 | 3 | |
6. | სან მარინო | 3 | 0 | 0 | 3 | 0:11 | 0 |
G ჯგუფი
ავსტრია – რუსეთი
ვენა. “ერნსტ ჰაფელ შტადიონი”
ავსტრიის ნაკრებმა შესარჩევი ძალიან კარგად დაიწყო და 7 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, რომელსაც 5 ქულით კვალში რუსეთი და შვედეთი უდგანან.
იმ შემთხვევაში, თუ ავსტრიელებმა დღესაც გამარჯვება მოახერხეს მათი ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ძალიან რეალური გახდება. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, მარსელ კოლერმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე რუსეთის ნაკრები აქო და განაცხადა, რომ “დათვები” ჯგუფის მთავარი ფავორიტები არიან და ძალიან ძლიერი გუნდი გყავთ, თუმცა იქვე დაამატა, რომ მისი გუნდი მხოლოდ სამი ქულისთვის იბრძოლებს დღეს. ავსტრიელებს ამის გაკეთება გაუჭირდებათ, რადგან მთავარი ლიდერი დავიდ ალაბა ტრავმის გამო არ ეყოლებათ.
რუსეთის ნაკრებმა წინა ტურში შინ მოლდოვას ვერ მოუგო და გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა, რითაც ლიდერობის დათმობაც მოუწია. კვლავ გაურკვეველი მდგომარეობაა ფაბიო კაპელოს ხელფასთან დაკავშირებით, რაც მაინცდამაინც კარგი არაა რუსეთის ნაკრებისთვის. რუსეთის ნაკრები ფრეზეც არ უნდა იყოს უკმაყოფილო, რადგან წინ ბევრი მატჩი დარჩა სათამაშო და მთავარ კონკურენტებთან შინ მოუწევს თამაში. განსაკუთრებული დანაკლისი რუსებს არ აქვთ.
სავარაუდო შემადგენლობები
ავსტრია (4-4-2): ალმერი, ჰინტერეგერი, დრაგოვიჩი, კლაინი, ფუჩსი, ბაუმგარტლინგერი, იუნუზოვიჩი, ლაიტგები, არტაუტოვიჩი, ჰარნიკი, ოკოტე.
მწვრთნელი: მარსელ კოლერი
რუსეთი (4-3-3): აკინფეევი, იგნაშევიჩი, გრანატი, პარშივლიუკი, ვ.ბერეზუცკი, გლუშაკოვი, ძაგოევი, ჩერიშევი, ლონოვი, ძიუბა, კერჟაკოვი.
მწვრთნელი: ფაბიო კაპელო
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
მოლდოვა – ლიხტენშტეინი
ადგილი: ჩიშინაუ, “შტადიონალ ზიმბრუ”
მსაჯი: მატიას გესტრანიუსი
მონტენეგრო – შვედეთი
ადგილი: პოდგორიცა, “შტადიონ პოდ გორიცომ”
მსაჯი: უილიამ კოლუმი
1. | ავსტრია | 3 | 2 | 1 | 0 | 4:2 | 7 | |
2. | რუსეთი | 3 | 1 | 2 | 0 | 6:2 | 5 | |
3. | შვედეთი | 3 | 1 | 2 | 0 | 4:2 | 5 | |
4. | მონტენეგრო | 3 | 1 | 1 | 1 | 2:1 | 4 | |
5. | მოლდოვა | 3 | 0 | 1 | 2 | 2:5 | 1 | |
6. | ლიხტენშტეინი | 3 | 0 | 1 | 2 | 0:6 | 1 |