ფეხბურთი

16:23 | 15.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორდონ სტრაჩანი: “ჩვენი ჯგუფი სხვებთან შედარებით ყველაზე რთულია”

ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში გლაზგოში “სელტიკ პარკზე” ირლანდიის ნაკრების დამარცხების მერე, შოტლანდიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გორდონ სტრაჩანი შედეგითა და თამაშით კმაყოფილი დარჩა.

“მე უკვე ვთქვი, რომ კმაყოფილი ვიქნები ყველა მატჩი ერთბურთიანი სხვაობით მოვიგო, გარდა გიბრალტართან შეხვედრისა. ეს კვლავ ასე მოხდა. ჩვენ დიდ ბრძოლას ველოდით და ასეც მოხდა. რაც შეეხება ნაჩვენებ ფეხბურთს, ის საუცხოო ნამდვილად არ იყო. სპექტაკლში მოთამაშეთა ორი ჯგუფი მონაწილეობდა, რომლებიც ერთმანეთს დიუმს არ უთმობდნენ. მათ სურდათ უფრო მაღლა ამხტარიყვნენ, სწრაფად გაქცეულიყვნენ, რთული ამოცანები გადაეჭრათ. გულშემატკივრებმაც ამის დიდი მიზეზი მისცეს. ჩვენ გაგვიმართლა და გავიტანეთ. კუთხური, რომლიდანაც გოლი გავიტანეთ, ვარჯიშებზე დამუშავებული გვქონდა.

მე მითხრეს, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა მოვუგო, პოლონეთს აუცილებლად უნდა მოვუგო, განვლილი თამაშიც აუცილებლად უნდა მომეგო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყოველი თამაში აუცილებლად უნდა მოვიგო. თუმცა, წინასწარ არასოდეს იცი დიდი თამაში როდის შედგება. შესაძლოა, ეს დიდი თამაში იყოს ან დროს ფუჭად ხარჯვა.

მეტოქის ძალისა და სიმაღლის გათვალისწინებით, უფრო ტანდაბალი ფეხბურთელები, ისეთები როგორიც მელონი, ნეისმიტი და ანია, ძალიან გულადები იყვნენ. ისინი ბურთთან ერთადაც გულადები იყვნენ. მალგრიუმ ძალიან მაგრად ითამაშა. ის საუკეთესო იყო.

განვლილი მატჩი კრივის დიდ შეხვედრას ჰგავდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. მთავარია, რომ მოთამაშეები ერთმანეთს ენდობიან. თუ რომელიმე მათგანს საუცხოო ღამე არ ჰქონდა, მეორე მის გვერდითაა და დაეხმარება. ვფიქრობ, ჩვენი ჯგუფი სხვებთან შედარებით ყველაზე რთულია და ერთ გოლს ბევრის გადაწყვეტა შეუძლია” – იუწყება სტრაჩანის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

0.11664