საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ ტურში “მარსელისა” და “ტულუზას” მეტოქეობის დროს კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა. თამაშის დროს მასპინძელთა არგენტინელმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ თანაკლუბელის მიერ დადებული ყავის ჭიქა ვერ შეამჩნია და მოულოდნელად მასზე დაჯდა, რამაც სამხრეთამერიკელის აღშფოთება გამოიწვია.
რაც შეეხება მატჩს, “მარსელმა” მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერობა განიმტკიცა, ბიელსას კარიერაში კი მორიგი წარმატებული პერიოდი დგას.