საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა აკაკი ხუბუტიამ უკრაინულ “ჰოვერლაში” გადასვლაზე უარი თქვა.
ინტერნეტპორტალ euro.com.ua-ს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი უკრაინული კლუბის მიერ შეთავაზებულ ფინანსურ პირობებს დათანხმდა, მაგრამ მხარეები კონტრაქტის ვადაზე ვერ შეთანხმდნენ.
“ჰოვერლას” მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ კლუბის ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ხუბუტია ხსენებულ კლუბში არ ითამაშებს:
“უცხოელის განაცხადში შესაყვანად 150000 გრივნა უნდა გადავიხადოთ. უკრაინელი ფეხბურთელის დამატება შეგვიძლია, რადგან მასში ფული არაა გადასახდელი. ხუბუტიას განაცხადში შეყვანა შეგვიძლია? გულწრფელად გეტყვით ამის ფინანსური საშუალება არ გვაქვს. სამწუხაროდ, ის ჩვენი დაცვის ხაზში ვითარებას კარდინალურად ვერ შეცვლის. მესმის, რომ ზამთარში დაცვის ხაზის გაძლიერება გვჭირდება. ყველა მცველი ისეთი სწრაფი უნდა იყოს, როგორიც აკაპკოა”.