საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მაკედონიის ქალაქ ოჰრიდის ტურნირის დასკვნით მატჩში მასპინძლების წინააღმდეგ ძალიან სუსტად ითამაშა და 30 ქულის სხვაობით – 55:85 განადგურდა.
იგორ კოკოშკოვის შეგირდები მხოლოდ საწყის წუთებზე დაწინაურდნენ, შემდეგ კი, მასპინძელთა უპირატესობა აშკარა გახდა. მაკედონიელები ქართველთა შეცდომებს (სტუმრებს 19 დაკარგვა მოუგროვდათ) კარგად იყენებდნენ და ფარსაც უმოწყალოდ ავსებდნენ.
ამჯერადაც თავი იჩინა საქართველოს ნაკრების ძველმა სენმა. სტუმრები პერიმეტრის გაკონტროლებას ვერ ახერხებდნენ და საბოლოოდ, მასპინძლებმა 31-დან 16 სამქულიანი გამოიყენეს.
ვინაიდან თამაშის ბედი ადრეულადვე გადაწყდა, მატჩის ბოლოსკენ მოედანზე ძირითადად სათადარიგო კალათბურთელები იყვნენ. შედეგად, მოედანზე ვიხილეთ მიხეილ ბერიშვილი, მიხეილ ჭოჭუა და ბექა წივწივაძეც.
ქართველთაგან 10-ქულიან ზღვარს სამმა კალათბურთელმა უწია. გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ 12 ქულას 10 მოხსნა წაამატა და ორმაგი დუბლი შეასრულა, გიორგი ცინცაძემ და ბესიკ ლეჟავამ კი 11-11 ქულა ჩააგდეს.
შეგახსენებთ, რომ მაკედონიამდე საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს და ავსტრიას სძლია და ამგვარად, ოჰრიდის ტურნირზე მასპინძელთა კვალად მე-2 ადგილი დაიკავა.
მაკედონია – საქართველო 85:55 (18:14, 24:16, 24:15, 19:10)
საქართველო: მეტრეველი (24 წ. 5 ქ. 5 მ.), ფაჩულია (27 წ. 12 ქ. 10 მ.), ცინცაძე (23 წ. 11 ქ. 3 ჩ.), ფაცაცია (13 წ. 3 ქ.), სანიკიძე (23 წ. 6 ქ. 5 მ. 3 ჩ.); ფხაკაძე (10 წ. 5 ქ.), ფარღალავა (7 წ.), ჭოჭუა (13 წ.), შარაბიძე (13 წ. 2 ქ. 3 მ.), ბერიშვილი (12 წ.), ლეჟავა (25 წ. 11 ქ.), წივწივაძე (10 წ.).
ახლა, ქართველები ისევ სლოვენიურ პოდჩეტრტეკს მიაშურებენ, სადაც 23 ივლისამდე დაჰყოფენ, 24-დან კი სლოვენიაშივე მორიგი ოთხთა ტურნირი ელით, სადაც მეტოქეებად მასპინძელთა, კანადის და უკრაინის ნაკრებები ეყოლებათ.
საქართველოს ეროვნული გუნდის დარჩენილი მოსამზადებელი გეგმა და 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კალენდარი ასე გამოიყურება.
20-23 ივლისი
შეკრება პოდჩეტრტეკში
24-26 ივლისი
ოთხთა ტურნირი სლოვენიაში (კანადა,
28-30 ივლისი
ამხანაგური შეხვედრები ლიტვასთან. 28 ივლისს – პანევეჟისში, 30 ივლისს – ვილნიუსში
2-4 აგვისტო
ოთხთა ტურნირი თბილისში (ბელარუსი,
ევრო-2015-ის შესარჩევი ტურნირი
10 აგვისტო,
საქართველო - ჩეხეთი
13 აგვისტო, კეჩკემეტი
უნგრეთი - საქართველო
17 აგვისტო, ოვარი
პორტუგალია - საქართველო
20 აგვისტო, ნიმბურკი
ჩეხეთი - საქარეთველო
24 აგვისტო,
საქართველო - უნგრეთი
27 აგვისტო,
საქართველო - პორტუგალია