ჭიდაობა

11:36 | 8.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო უზბეკეთიდან

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა, ამ უქმეებზე, უზბეკეთის დედაქალაქმა ტაშკენტში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა. ოლეგ იაძის გუნდის 9 წევრიდან 3 კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა, ორი – მესამეზე. ჩემპიონობამდე თითო გამარჯვება დავით სვიმონიშვილს (62 კგ), ლევან ნახუცრიშვილსა (68 კგ) და ლევან წიკლაურს (82 კგ) დააკლდათ. ფინალში სვიმონიშვილმა ყაზახმა აზამატ მუკანოვთან წააგო. ნახუცრიშვილისთვის დაუძლეველი ბარიერი ბელარუსი დმიტრი ბაზილევი აღმოჩნდა, ხოლო წიკლაურისთვის – რუსი რაის რახმატულინი.
მსოფლიოს ჩემპიონატის მიმომხილველი ოფიციალური ვებ-გვერდის არარსებობის გამო, ერთადერთი საინფორმაციო წყარო ინტერნეტ-ფორუმზე მავანი გულშემატკივრისგან ჩამოწერილი ტექნიკური შედეგები აღმოჩნდა და შესაბამისად, ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელმა ქართველმა რამდენი შეხვედრა ჩაატარა და რომელ მეტოქესთან რა შედეგი აჩვენა. ერთადერთი, რაც შევიტყვეთ, ისაა, რომ მძიმეწონოსანმა ალექსი დავითაშვილმა ძირითად ბადეში გამოსვლა მომავალ ჩემპიონთან, რუს ვიტალი მინაკოვთან მტკივნეული ილეთით წაგებით დაკარგა. მოგვიანებით დავითაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე მესამე ადგილი დაიკავა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მინდია ბოდაველმაც. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კვარცხლბეკს მიღმა უშანგი კუზანაშვილი (52 კგ), ავთანდილ ცინცაძე (57 კგ), კახა მამულაშვილი (74 კგ) და მირიან პავლიაშვილი (100 კგ) დარჩნენ. აქვე ერთი საინტერესო მომენტიც, 90 კილოგრამში მსოფლიოს პირველობის ოქროს მედალს ბელარუსი ანდრეი კაზუსიონაკი დაეუფლა. შეგახსენებთ, კაზუსიონაკი შარშან, აპრილში, თბილისში ჩატარებულ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე გაჩემპიონდა. ფინალში მან ვარლამ ლიპარტელიანი დაამარცხა.
სამბო.

მსოფლიოს ჩემპიონატი.
ტაშკენტი. 5-6 ნოემბერი
52 კგ

1 ელჩინ მაილოვი (აზერბაიჯანი)
2 სავკატ იურაევი (უზბეკეთი)
3 ანდრეი კურლიპა (ბელარუსი)
3 აკმალიდინ კარიმოვი (ტაჯიკეთი)
57 კგ
1 ერბოლატ ბაიბატიროვი (ყაზახეთი)
2 ისლამ გასიმოვი (აზერბაიჯანი)
3 ოტგონ ჩინბატი (მონღოლეთი)
3 სერგეი იალუშევი (რუსეთი)
62 კგ
1 აზამატ მუკანოვი (ყაზახეთი)
2 დავით სვიმონიშვილი (საქართვ.)
3 ნურლან ერალიევი (ყირგიზეთი)
3 ელნურ აჰმადოვი (აზერბაიჯანი)
68 კგ
1 დმიტრი ბაზილევი (ბელარუსი)
2 ლევან ნახუცრიშვილი (საქართვ.)
3 არსენ ხატიპი (ყაზახეთი)
3 ნიკიტა კლეცკოვი (რუსეთი)
74 კგ
1 აშოტ დანიელიანი (სომხეთი)
2 ალექსეი რამანჩუკი (ბელარუსი)
3 შუჰრატ ბობოევი (უზბეკეთი)
3 დმიტრი ლებედევი (რუსეთი)
82 კგ
1 რაის რახმატულინი (რუსეთი)
2 ლევან წიკლაური (საქართველო)
3 საიატ შამსიევი (ყაზახეთი)
3 ელმედინ აჰმადოვი (აზერბაიჯანი)
90 კგ
1 ანდრეი კაზუსიონაკი (ბელარუსი)
2 აბუბაკარ ზოირონი (ტაჯიკეთი)
3 მინდია ბოდაველი (საქართველო)
3 ედუარდ კურგინიანი (რუსეთი)
100 კგ
1 არტემ ოსიპენკო (რუსეთი)
2 ნაბიმუხამად ხორაკაშევი (ტაჯიკეთი)
3 იაუჰენ სიომაჩკინი (ბელარუსი)
3 ოლიმ ხუდაიკულოვი (უზბეკეთი)
+100 კგ
1 ვიტალი მინაკოვი (რუსეთი)
2 ივან ილიევი (ბულგარეთი)
3 ალექსი დავითაშვილი (საქართველო)
3 აზამატ ტურდანოვი (უზბეკეთი)

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.117237