საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდულმა სამბისტთა ნაკრებმა მსოფლიო სპირველობის პირველი დღე 3 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა.
ჭაბუკებში გიორგი კაცია (60კგ) და შმაგი შარიფაშვილი (75) ჩემპიონები გახდნენ. ლერი ჯიხვაშვილმა (48) კი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კაციამ ფინალში ბელარუსი სერგეი უშივეცი დაამარცხა, შარიფაშვილმა კი, რუს გეორგი კორევს სძლია.
ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ვახტანგ სარაჯიშვილმა (82) ოქროს მედალი უკრაინელი იური სკრიპალის ძლევით მოიპოვა. გივი ნადარეიშვილი (48) და გიორგი ტაბატაძე (62) მე-3 ადგილზე გავიდნენ.
პირველი დღის მონაცემების მიხედვით ორივე ასაკობრივი ჯგუფის ნაკრები გუნდური ჩათვლის ლიდერია.
ოთარ მაღლაკელიძე