ისტორია

22:53 | 2.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

3 დეკემბერი

 

1981. დაიბადა დავიდ ვილია. ესპანეთის ნაკრების, ხიხონის “სპორტინგის” (2000-03), “სარაგოსას” (2003-05), “ვალენსიას” (2005 წლიდან) ფორვარდი. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. ევროპის 2008 და 2012  წლების ჩემპიონი.  2009 წლის კონფედერაციათა თასის მესამეადგილოსანი. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 85 მატჩი, გაიტანა 53 გოლი. 2004 წელს მოიპოვა ესპანეთის თასი და სუპერთასი (“სარაგოსას” შემადგენლობაში). 2008 წელს დაეუფლა ქვეყნის “სამეფო თასს” ვალენსიელთა რიგებში გამოსვლისას. 2005-06 წლების სეზონში დაასახელეს პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელად. 2011 წელს გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგის თასი, ევროპისა და ესპანეთის სუპერთასი. 2012 წელს დაეუფლა ესპანეთის სამეფო თასს.  
 
მნიშვნელოვანი ფაქტები
1936. ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა უნგრეთის ნაკრებს 6:2 მოუგო. მატჩი ლონდონის “ჰაიბერის” სტადიონზე ჩატარდა.
1956. ლეგენდარულმა კალათბურთელმა უილტ ჩემბერლენმა კოლეჯის ლიგის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა ჩაატარა. მან თავის სადებიუტო შეხვედრაში გუნდს 52 ქულა მოუტანა.
1961. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის ჰოლანდიელი ფალავანი ანტონ ჰეეზინკი პირველი არაიაპონელი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1961. თბილისის “დინამომ” ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ტურნეს მსვლელობისას ეკვადორის გუაიაკილის “ემელეკს” 6:2 მოუგო. ქართველთაგან გოლები ზაურ კალოევმა (2), შოთა იამანიძემ (2), ილია დათუნაშვილმა და ვლადიმერ ბარქაიამ გაიტანეს. “დინამო”: კოტრიკაძე (კვაჭაძე), ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ხოჭოლავა, გ. სიჭინავა, ხელაძე, მელაშვილი, ბარქაია, კალოევი, იამანიძე, დათუნაშვილი. გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.
1967. დერეკ კლეიტონმა მარათონულ გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:09.36).
1968. თბილისის “დინამომ” აზიური ტურნე დაიწყო და მის პირველ მატჩში პნომპენში კამბოჯის ეროვნული ბანკის ფეხბურთელთა ნაკრებს 6:0 მოუგო. ქართველთაგან ჰეთ-თრიკი შეასრულა მცველმა მურთაზ ხურცილავამ, დანარჩენი გოლები კი გოჩა გავაშელმა, გივი ნოდიამ და გიორგი სიჭინავამ გაიტანეს. “დინამო”: ურუშაძე, ძოძუაშვილი, კანთელაძე (რეხვიაშვილი), ხურცილავა, ცხოვრებოვი, პეტრიაშვილი, ილიადი, გ. სიჭინავა, მეტრეველი, გ. ნოდია (ლ. ნოდია), გავაშელი. გუნდს ვიაჩესლავ სოლოვიოვი წვრთნიდა.
2002. საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაზე (“ტოიოტას თასი”) მადრიდის “რეალმა” ასუნსონის “ოლიმპიას” (პარაგვაი) 2:0 მოუგო. გოლები რონალდომ და გუტიმ გაიტანეს. მატჩი იოკოჰამაში ჩატარდა და მას 66 070 მაყურებელი დაესწრო. შეხვედრას ბრაზილიელი არბიტრი კარლოს ეუჟენიო სიმონი სჯიდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რონალდო აღიარეს. “რეალი”: კასილასი, სალგადო, იერო, ელგერა, რობერტო კარლოსი, მაკელელე, კამბიასო (პავონი), ფიგუ, რაული, ზიდანი (სოლარი), რონალდო (გუტი). “ოლიმპია”: ტავარელი, იარა, სელაია, ისასი, კ. ბენიტესი, კორდობა (იბესი), ენსისო, ორტემონი, კასერესი, მ. ბენიტესი (კაბალიერო), ლოპესი. 
2006. ჩოგბურთში დევისის თასის ფინალში რუსეთის ნაკრებმა არგენტინის ეროვნული გუნდი 3:2 დაამარცხა. მატჩი მარ დელ პლატაში ჩატარდა.
2006. იტალიური Tuttosport-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, “არსენალის” ესპანელი ნახევარმცველი, ცესკ ფაბრეგასი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ფაბრეგასმა, რომელიც იმხანად 19 წლის იყო, დაჯაბნა არგენტინელი ლეო მესი (“ბარსელონა”) და ბრაზილიელი ლუის ანდერსონი (“პორტუ”).
2008. ლეგენდარული მოკრივე 46 წლის ევანდერ ჰოლიფილდი სპორტს დაუბრუნდა. იგი სუპერმძიმეწონოსან პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის რუს ნიკოლაი ვალუევს შეხვდა და დამარცხდა. 
2008. საქართველოს სუპერთასი ფეხბურთში. 
დინამო (თბილისი) - ზესტაფონი (ზესტაფონი) 1:0 (0:0)
3 დეკემბერი. 2008 წელი. თბილისი. “მიხეილ მესხი”. 3000 მაყურებელი.
დინამო: რ.კვასხვაძე, ლობჟანიძე, ღონღაძე (87. დაუშვილი), თოდუა, მაკარიანი, რ.ონიანი, ჭელიძე, ჩასემი, ნ.კვასხვაძე (46. იონანიძე), ბენაშვილი, გელაშვილი (61. ძარია)
მთავარი მწვრთნელი: რაინერ ცობელი
ზესტაფონი: ოვონო, თომაშვილი, გურამ კაშია, კრშკო, ხმალაძე, ოდიკაძე (74.შოთა კაშია), დიღმელაშვილი, ფირცხალავა, გველესიანი, მერებაშვილი (74. სპასოევიჩი), ვაწაძე.
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გოლი: 1:0 ხმალაძე (90)
გაფრთხილება: გურამ კაშია (66), ფირცხალავა (81), ვაწაძე (20)
არბიტრი: გიორგი კიკაჩეიშვილი (ქუთაისი)
თბილისის “დინამო” –საქართველოს 2008 წლის ჩემპიონი
“ზესტაფონი” –საქართველოს 2008 წლის თასის მფლობელი
თბილისის “დინამომ”  საპატიო პრიზთან ერთად 25 ათასი ლარიც დაიმსახურა.
    
ამ დღეს დაიბადნენ
1923. სტეფან ბობეკი. იუგოსლავიის ნაკრებისა და ბელგრადის “პარტიზანის” ფეხბურთელი. 1948 და 1952 წლების ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლების მფლობელი. მსოფლიოს 1950 და 1954 წლების ჩემპიონატების მონაწილე. იუგოსლავიის ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი. 1954 წელს დაასახელეს იუგოსლავიის საუკეთესო მოთამაშედ.
1953. ფრანც კლამერი. ავსტრიელი მოთხილამურე. სწრაფდაშვებაში 1976 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.
1960. იგორ ლარიონოვი. საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრებების ფორვარდი. ზამთრის ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი. წარმატებით გამოდიოდა ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “დეტროიტ რედ უინგზში”.
1965. კატარინა ვიტი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ციგურებით ფიგურული მოსრიალე. ერთეულთა თანრიგში 1984 და 1988 წლების ზამთრის ოლიმპიადების ჩემპიონი.
1970. მაქსიმ ტარასოვი. რუსი მძლეოსანი. სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში 1992 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი. 1999 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1998 წელს მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა.
1970. ლინდსი ჰანტერი. “დეტროიტ პისტონზის” გამთამაშებელი (188 სმ).
1971. ჰაიკო ჰერლიხი. ლევერკუზენის “ბაიერის”, მიონხენგლადბახის “ბორუსიასა” და დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდი. დორტმუნდელებთან ერთად 1997 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ჰერლიხს შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენის საშუალება ტრავმებმა და ავთვისებიანმა სიმსივნემ არ მისცეს. 
1973. ბრაიან ლოიდი. ამერიკელი ბეისბოლისტი. 1996 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
1973. ბორის გორენჩი. სლოვენიის საკალათბურთო ნაკრების მსროლელი (195 სმ).
1981. დავიდ ვილია. ესპანეთის ნაკრების, ხიხონის “სპორტინგის” (2000-03), “სარაგოსას” (2003-05), “ვალენსიას” (2005 წლიდან) ფორვარდი. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. ევროპის 2008 და 2012  წლების ჩემპიონი. გახდა ტურნირის საუკეთესო გოლეადორი (4 ბურთი) და შეიყვანეს ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში.  2009 წლის კონფედერაციათა თასის მესამეადგილოსანი. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 85 მატჩი, გაიტანა 53 გოლი. 2004 წელს მოიპოვა ესპანეთის თასი და სუპერთასი (“სარაგოსას” შემადგენლობაში). 2008 წელს დაეუფლა ქვეყნის “სამეფო თასს” ვალენსიელთა რიგებში გამოსვლისას. 2005-06 წლების სეზონში დაასახელეს პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელად. 2011 წელს გახდა ესპანეთის ჩემპიონი, მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგის თასი, ევროპისა და ესპანეთის სუპერთასი. 2012 წელს დაეუფლა ესპანეთის სამეფო თასს.  
1982. მიკაელ ესიენი. განის ნაკრების, “ბასტიას” (2000-03), “ლიონის” (2003-05), “ჩელსის” (2005 წლიდან) ნახევარმცველი-მცველი. 2004 და 2005 წლებში გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. 2005 წელს დაასახელეს საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად. “ჩელსის” შემადგენლობაში გახდა ინგლისის ჩემპიონი (2006), 2007 და 2009 წლებში მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის, ხოლო 2007-ში ინგლისის ლიგის თასი. 2009 წელს დაეუფლა ინგლისის სუპერთასს. განის ნაკრებში ჩაატარა 45 მატჩი, გაიტანა 8 გოლი.
1985. რობერტ სვიფტი. “სიეტლ სუპერსონიკსის” მეფარე (210 სმ). 

 

0.120825