რუმინული “კლუჟის” მთავარმა მწვრთნელმა ვასილე მირიუცემ ბუქარესტის “დინამოსთან” მოგებული მატჩის (2:1) მერე გიორგი ჭანტურია შეაქო, მაგრამ აღნიშნა, რომ ქართველს თავდაუზოგავად მუშაობა მართებს.
“მან კარგად ითამაშა, რაც ვუთხარი. თუმცა, მხოლოდ ეს თემა არ განგვიხილავს. მას თუ ფეხბურთელობა სურს, უფრო მეტი პრაქტიკა სჭირდება, აუცილებელია მეტი ითამაშოს და იბრძოლოს. ის ჭკვიანი ბიჭია და მიხვდება, რომ ფეხბურთს მხოლოდ მუშაობით და მსხვერპლის გაღებით ითამაშებს”, - იუწყება მირიუცეს სიტყვებს ინტერნეტპორტალი stiridesport.ro.
განვლილ შეხვედრაში ჭანტურია სასტარტოში იყო და მე-20 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 68-ეზე შეცვალეს.