კალათბურთი

16:21 | 21.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი “მაკაბისთან” მატჩს გამოტოვებს

მოსკოვის ცსკა-ს ქართველი ლეგიონერი მანუჩარ მარკოიშვილი ტრავმის გამო, ევროლიგის მომდევნო მატჩს გამოტოვებს, რომელშიც რუსული კლუბი ტურნირის მოქმედ ჩემპიონ თელ ავივის “მაკაბის” გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელი ვთბ-ლიგაში, კრასნოიარსკის ენისეისთან მატჩში დაშავდა. როგორც გამოკვლევამ ცხადყო, მანუმ მარჯვენა ფეხის კოჭის და მუხლის სასხრების ტრავმა მიიღო.

მართალია, დაზიანება სერიოზული არ არის და მარკოიშვილი სარებილიტაციო კურსს უკვე შეუდგა, ცსკა-ს მინიმუმ ერთ მატჩს მაინც გამოტოვებს.

ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა 23 ოქტომბერს მოსკოვში შედგება.

0.125093