ლევან ყენია პრაღის “სლავიაში” ვარჯიშობს. ამის შესახებ ჩეხეთის ხსენებული საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
სექტემბრიდან მოყოლებული 24 წლის ფეხბურთელი ჯერ რუსულ მოსკოვის “ტორპედოში” ვარჯიშობდა, შემდეგ ტრანსფერები უკრაინულ დონეცკის “მეტალურგსა” და ლვოვის “კარპატიში” ჩაეშალა, ხოლო ამჯერად “სლავიაში” ისინჯება.
პრაღელთა ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი მიროსლავ ბარანეკი ქართველი შემტევი ნახევარმცველის დატოვება-არდატოვების თაობაზე მიმდინარე კვირის ბოლოს მიიღებს.
განვლილი სეზონის ყენიამ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ დიუსელდორფის “ფორტუნაში” გაატარა.