კალათბურთი

1:05 | 21.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი დაშავდა და ექიმების პასუხის მოლოდინშია

“მანუმ ტრავმა მიიღო და მისი დაზიანება, რამდენად სერიოზულია, ჯერ არ ვიცით”, - განაცხადა ცსკა-ს მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა ენისეისთან მატჩის შემდეგ, რომელიც მოსკოველებმა 92:79 მოიგეს.

ვთბ-ლიგის მორიგ შეხვედრაში, ქართველი კალათბურთელი სათადარიგო გახლდათ და მოედანზე სულ 03:38 წუთის გასული იყო, როდესაც ფეხი გადაიბრუნა.

მარკოიშვილმა თამაში ვეღარ გააგრძელა, მალევე იგი გამოკვლევაზე წაიყვანეს და ახლა, სწორედ ექიმების დასკვნის მოლოდინშია. აღნიშნულ დროში მანუჩარმა 1 ორქულიანი ააცილა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო, აქტივში კი თითო მოხსნა და პასი ჰქონდა.

გასულ მატჩში ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში შედგა, რომელიც ცსკა-მ ერთადერთი ქულით მოიგო, მე-2 ნახევარში კი “არმიელთა” უპირატესობა აშკარა გახდა და მათ კრასნოიარსკელები 92:79 დაამარცხეს.

მოსკოველებს 21 ქულით ფრიძონმა ულიდერა, ჯეკსონმა და უიმსმა 11-11 ქულა ჩააგდეს, ვორონცევიჩს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 10 ქულა, 9 მოხსნა.

ცსკა 2 მოგებით და 1 მარცხით ვთბ-ლიგაში მე-5 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩი კი 26 ოქტომბერს კიდევ ერთ რუსულ კლუბ “ხიმკისთან” ელის. მანამდე, 23 ოქტომბერს მარკოიშვილის კლუბი ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ თელ ავივის “მაკაბის” უმასპინძლებს.

0.112726