კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი მცველით დანი ალვეშით ტურინის “იუვენტუსი” დაინტერესდა. ამის შესახებ “ტუტოსპორტი” ავრცელებს ინფორმაციას.
“ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობას ალვეში შვეიცარიელი მცველის შტეფან ლიხშტაინერის შემცვლელად ესახება, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და ჯერჯერობით მხარეები მის გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან.