ფეხბურთი

12:41 | 15.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დე ხეა ბელარუსთან ვერ ითამაშებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე დავიდ დე ხეას კლუბის განკარგულებაში დაბრუნება ვადაზე ადრე მოუწევს.

BBჩ-ის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელმა ბელარუსთან გასამართი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ თითი დაიზიანა.

ექიმებმა დღეს გასამართ მატჩში მისი მონაწილეობის შესაძლებლობა გამორიცხეს და ამიტომ, სამწვრთნელო შტაბი დიდი ალბათობით დე ხეას “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნების გადაწყვეტილებას მიიღებს. დაზიანების მოშუშების ვადები ჯერჯერობით უცნობია.

შესარჩევი ეტაპის ჩ ჯგუფში ესპანეთი სამი თამაშიდან 6 ქულით მეორე ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს უკრაინას, ხოლო ჯგუფს ქულათა მაქსიმუმით სლოვაკეთი ლიდერობს. ბელარუსის შემდეგ ესპანელები 18 ნოემბერს გერმანიასთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

0.116511