ფეხბურთი

18:42 | 20.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კოშტა “ჩელსის” “მარიბორთან” მატჩში ვერ დაეხმარება

“ჩელსის” თავდამსხმელი დიეგო კოშტა ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩში “მარიბორის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს – ამ ინფორმაციას “ჩელსის” ოფიციალური “ტვიტერის” გვერდი ავრცელებს.

26 წლის თავდამსხმელს არც პრემიერლის მე-8 ტურში “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ უთამაშია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოსტას სანაკრებო მატჩის დროს მიღებული ტრავმა აწუხებს. სავარაუდოდ, დიეგო 3 კვირას გამოტოვებს. “ჩელსის” “მარიბორის” წინააღმდეგ ასევე არ ეყოლება ჩამშლელი ჯონ ობი მიკელი, რომელსაც ტერფის ტრავმა აწუხებს.

“ჩელსი” “მარიბორი” 21 ოქტომბერს თბილისი დროით 22:45 საათზე გაიმართება.

0.115329