სანაკრებო სეზონის წინ ბოლო მატჩები გამართეს ქართველი ხელბურთელების კლუბებმა. რუმინეთის ჩემპიონატში სამკვირიანი შესვენება გამოცხადაა, ხოლო ბოლო ტურში სენსაცია მოახდინა ირაკლი ჩიქოვანის კლუბმა პოლიტექნიკამ.
ტიმიშოარელებმა სტუმრად 28:24 დაამარცხეს რუმინეთის ჩემპიონი და EHF თასის ოთხთა ფინალის მონაწილე, კონსტანცა. ამაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა უკანახაზელმა, რომელიც საუკეთესო ბომბარდირი იყო ორივე კლუბში - ჩიქოვანის ანგარიშზე 8 გოლია.
მესამე მატჩი ითამაშა ფრედ ოდორჰეიმ - შინ, უნივერსიტატია სუჩავასთან - 23:23. ვლადიმერ რუსია სასტარტო შვიდეულში იყო, თუმცა, პირველად ამ სეზონში, მოედანი უგოლოდ დატოვა. ითამაშა მეკარე შოთა თევზაძემაც. რუმინეთის ჩემპიონატს 8 თამაშიდან 18 ქულით ლიდერობს ბაია მარე, მეორეზეა კონსტანცა - 16 ქულით, ოდორჰეი მეოთხეა (16 ქულა 8 თამაშიდან), ტიმიშოარა 9 მატჩიდან 4 მოგებით მერვე პოზიციაზეა.
მაკედონიაში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო ზომიმაკ სტრუმიცამ. რევაზ ჭანტურიას გუნდმა შინ 27:21 დაამარცხა პრილეპი, ხოლო ქართველმა გარემარბმა 2 გოლი გაიტანა.
თურქეთში კვლავ დამარცხდა ტრაბზონსფორი. რატი მსხვილიძე ისევ საუკეთესო იყო გუნდში 7 გოლით, მაგრამ მისმა კლუბმა მეხუთე ტურში მეოთხე მარცხი განიცადა - შინ, ბურსა ნილუფერთან, 28:33. მატჩი გამოტოვა მეკარე გიგა ტორონჯაძემ, რომელმაც წინა ტურში ტრავმა მიიღო. ჯერ ცნობილია არაა, მოახერხებს თუ არა ის თამაშს საქართველოს ნაკრების შემადგებლობაში ესტონეთთან – 29 ოქტომბერს ტალინში და 2 ნოემბერს თბილისში.
ვიდეო: კონსტანცა - ტიმიშოარა
http://www.reporterntv.ro/stire/hcm-constanta-poli-timisoara-24-28-handbalistii-constanteni-au-suferit-prima-infrangere-in-campionat-pe-teren-propriu-dupa-7-ani
www.geohandball.ge