გასულ ტურში “დინამო” ჩემპიონი ვერ გახდა, თუმცა თბილისელებს ცდა არ დაუკლიათ და ჩისკოს გოლით იგებდნენ კიდეც, მაგრამ ზესტაფონელებმა მაინც იძალეს და გაიმარჯვეს. ახლა გია გეგუჩაძის გუნდი 6 ქულით ჩამორჩება ლიდერ “დინამოს” და თეორიულად დაწევის და გასწრების შანსიც აქვს, სათამაშო ხომ კიდევ სამი ტურია. ერთი გვინდა აღვნიშნოთ. ასეთი დაძაბული და სანახაობრივი მატჩები ჩვენს ჩეპიონატში იშვიათია და დასანანია, რომ რეპორტაჟი არცერთმა ქართულმა არხმა არ გადასცა.
“სიონმა” “გურია” დაამარცხა და “ზესტაფონის” წლევადელი რეკორდი გაიმეორა – ზედიზედ 7 მოგება. საინტერესო გუნდია “სიონი,” ზამთრისკენ მათი ზედა ექვსეულში მოხვედრაც სათუო იყო, ასლა კი, დამთავრებადე სამი ტურით ადრე, თეორიულად ჩემპიონობის შანსიც აქვთ. მართლაც კარგად მუშაობს ლადო ბურდული.
“გურია” ვახსენეთ და ამ ძალიან საინტერესო გუნდს მიმდინარე სეზონში სულ უფულობისა და გაჭირვების ფონზე უწევს თამაში. მთავარი ამოცანა შეასრულეს, ზედა ექვსეულში მოხვდნენ, მაგრამ მეტი ვეღარ გაძლეს, პრობლემებით დაიღალნენ და ზედიზედ 8 თამაში წააგეს. რამდენიმე დღის წინათ კლუბის ოფისში გუნდის ხელმძღვანელები და ფეხბურთელები რაიონის გამგებლის დროებით შემსრულებელს ვახტანგ ზენაიშვილს შეხვდნენ და პრობლემეზე დაიჩივლეს, რაზედაც ზენაიშვილმა უპასუხა: მცირე ბიუჯეტიდან გამომდინარე ლანჩხუთს არ გააჩნია ის ფუფუნება, რომ ძვირადღირებული გუნდი არჩინოს, მირჩევნია ის ფული, რაც ბიუჯეტშია, ნაგვის ბუნკერების ყიდვასა და დადგმაში დაიხარჯოს ვიდრე გუნდი დაფინანსდეს. პირადად გავალ ფეხბურთის სტადიონზე და ვეტყვი გულშემატკივარს, რომ ლანჩხუთს არ სჭირდება ფეხბურთის გუნდი და ზოგადად ფეხბურთიო. ამას, ცხადია, დამსწრეთა აღშფოთება მოჰყვა, მაგრამ მოგვიანებით ზენაიშვილმა მივლინებაში მყოფ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ზაზა ურუშაძეს დაურეკა და ფეხბუთელებს აპრილის ხელფასების გასტუმრებას დაპირდა.
ახლა გვინდა 16 თუ 18 გუნდიანი ჩემპიონატის მომხრეებს ვკითხოთ, როგორ აპირებთ ამდენი გუნდის შენახვას? გასაგებია, რომ სახელმწიფოსგან დაფინანსებას ელით, ისიც კარგია, რომ ამ შემთხვევაში მეტი ხალხი დასაქმდება, მაგრამ სპორტის მინისტრმა ხომ თქვა: სახელმწიფო მეწველი ძროხა არ არისო, ამიტომ სანამ პრიორიტეტები განისაღვრება და ეს ყბადაღებული პროექტი გამოქვეყნდება, კიდევ არა-ერთი ჩენპიონატი ჩაივლის.
და ტურის მთავარი ამბავი: “მერანი” უმაღლესი ლიგიდან ოფიციალურად გავარდა და შემდეგ ტურში მას შესაძლოა, “ზუგდიდიც” მიჰყვეს. მართლაც საოცარია, რა დაემართა ფეხბურთის ტალანტებით ცნობილ სამეგრელოს რეგიონს.
სიონი (ბოლნისი) – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (1:0)
გოლი: 1:0 კახელიშვილი (16)
ჩიხურა (საჩხერე) – მეტალურგი (რუსთავი) 4:1 (2:0)
გოლები: 1:0, 2:0, 3:0 გაბედავა (11, 45, 52), 4:0 ჯიღაური (63), 4:1 მიქაბერიძე (90)
ზესტაფონი – დინამო (თბილისი) 3:2 (2:2)
გოლი: 0:1 ჩისკო (14), 1:1 გეწაძე (23), 2:1 საბანაძე (28), 2:2 მარცვალაძე (34), 3:2 კაპანაძე (83)
1 | დინამო (თბ) | 29 | 19 | 4 | 6 | 62:23 | 61 |
2 | ზესტაფონი | 29 | 17 | 4 | 8 | 40:21 | 55 |
3 | სიონი | 29 | 16 | 6 | 7 | 41:28 | 54 |
4 | ჩიხურა | 29 | 13 | 6 | 10 | 52:44 | 45 |
5 | მეტალურგი | 29 | 11 | 6 | 12 | 32:37 | 39 |
6 | გურია | 29 | 11 | 0 | 18 | 28:45 | 33 |
30-ე ტური. 7 მაისი. ოთხშაბათი: გურია – ზესტაფონი, დინამო – ჩიხურა, მეტალურგი - სიონი
ტორპედო (ქუთაისი) – ზუგდიდი 3:1 (0:1)
გოლი: 0:1 კირკიტაძე (6), 1:1 ხურციძე (57), 2:1, 3:1 ტუღუში (71, 90+2)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დილა (გორი) 2:1 (1:0)
გოლი: 1:0 კორიფაძე (32), 1:1 ლომოძე (55), 2:1 ლობჯანიძე (86)
სპარტაკი (ცხინვალი) – მერანი (მარტვილი) 2:0 (2:0)
გოლები: 1:0, 2:0 ეხვაია (11, 45)
1. |
ვიტ ჯორჯია |
29 |
12 |
6 |
11 |
38:38 |
42 |
2. |
ტორპედო |
29 |
12 |
6 |
11 |
33:40 |
42 |
3. |
დილა |
29 |
10 |
8 |
11 |
40:33 |
38 |
4. |
სპარტაკი |
29 |
10 |
4 |
15 |
30:36 |
34 |
5. |
ზუგდიდი |
29 |
7 |
6 |
16 |
21:42 |
27 |
6. |
მერანი |
29 |
6 |
4 |
19 |
21:54 |
22 |
30-ე ტური. 6 მაისი, სამშაბათი: მერანი – ვიტ ჯორჯია, დილა – ტორპედო, ზუგდიდი - სპარტაკი
მეგოლეები:
16 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
14 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
10 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)
9 - დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
8 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”)
7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)
6 - გიორგი კახელიშვილი (“სიონი”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;