ფეხბურთი

2:07 | 20.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანახაობა მეაცაზე

იტალიის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა. ფლორენციაში მონტელას გუნდმა “ლაციოსთან” წააგო. სტაბილურობის მოპოვებას ვერ ახერხებს “ფიორენტინა,” რაც ევრო ტურნირებზე მოხვედრის შანსებს ამცირებს.

მატჩის უკანასკნელ წუთზე გაიტანა ბოაკიემ. “ატალანტას” მოთამაშემ მირანტეს 90-ე წუთზე გაუტანა და დონადონის გუნდი შინ უქულოდ წავიდა.

“კალიარიმ” და “სამპდორიამ” ფრედ ითამაშეს. პირველი ტაიმის 2:0 მოიგეს სტუმრებმა, ხოლო მეორე ნახევარში ანალოგიური ანგარიშით მასპინძლებმა იმარჯვეს, საბოლოოდ ფრე 2:2.

“მილანმა” დამაჯერებლად მოიგო. ბრწყინვალე ფორმაშია ჰონდა. აზიელის დუბლსა და მარკესის ავტოგოლს ლოპესის პრესტიჟის გოლი მოჰყვა მატჩის მიწურულს.

ვენტურას “ტორინო” სერია ა-ს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, კვალიარელას გოლმა პრინციპულ მატჩში ტურინელებს სამი ქულა მოუტანა. “უდინეზემ” მეოთხედ წააგო.

სანახაობრივი თამაში გამოვიდა “ჯუზეპე მეაცაზე,” სადაც ოთხივე გოლი 78-ე წუთის შემდეგ გავიდა. კალეხონმა დუბლი შეასრულა, გუარინმა და ერნანესმა თითო-თითო გაიტანეს, ხოლო ბენიტესსა და მაცარის შორის გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

“ფიორენტინა” – “ლაციო” 0:2 (0:1)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი.”

ფიორენტინა: ნეტო, ალონსო, აკვილანი, (ბერნარდესკი 78 ), ბაბაქარი (ილიჩიჩი 68 ), კუადრადო, ფერნანდესი, კურტიჩი (ვალერო 46), პიზარო, როდრიგესი, სავიჩი, ტომოვიჩი

მთავარი მწვრთნელი: მონტელა

ლაციო: მარკეტი, ბიგლია, კანდრევა, კავანდა, კიანი (ნოვარეტი 68), დევრი, ჯორჯევიჩი (კლოზე 89), ლულიჩი, მაური (ონაზი 58), პაროლო, რადუ

მთავარი მწვრთნელი: პიოლი

გოლები: 0:1 ჯორჯევიჩი (35), 0:2 ლულიჩი (90+2)

მთავარი მსაჯი: სებასტიანო პერუზო

გაფრთხილება: პიზარო (25), ჯორჯევიჩი (30), პაროლე (37), კავანდა (45), მარკეტი (53), რადუ (71)

“ატალანტა” – “პარმა” 1:0 (0:0)

ბერგამო, “აძური დ’იტალია.”

ატალანტა: სპორტიელო, დრამე, ბიავა, ბენალუნე, ზაპაკოსტა, მიგლიაკო ( ბასელი 67 ), ჩიგარინი, კარმონა, მორალესი, დენისი (ბიანკი 60 ), დ’ალესანდრო (ბოაკიე 76 )

მთავარი მწვრთნელი: კოლანტუნო

პარმა: მირანტე, მენდესი, ლუკარელი, ფელიპე, რისტოვსკი (გეზალი 46 ), ასქუა, ხორკერა (ლოდი 22 ), მაური (გალოპა 76 ), გობი, კასანო, კოდა

მთავარი მწვრთნელი: დონადონი

გოლი: 1:0 ბოაკიე (90)

მთავარი მსაჯი: მარკო გუიდა

გაფრთხილება: კარმონა (26), ზაპაკოსტა (30), მენდესი (64), მაური (70), გალოპა (90+3)

“კალიარი” – “სამპდორია” 2:2 (0:2)

კალიარი, “სანტ-ელია.”

კალიარი: კრანო, დესენა (დონსა 56 ), აველარი, ბენედეტი, კაპუანო, კოსუ, კრისეტიგი, ეკდალი (კაიო 67 ), იბარბო, პისანო, საუ (ლონგო 87 )

მთავარი მწვრთნელი: ზემანი

სამპდორია: ვივიანო (რომერო 22), დე სილვესტრი, სილვესტრე, კასტალდელო, კაკატორე, დუნკანი (რომანოლი 76 ), პალომბო, ობიანგი, გაბიდინი, ოკაკა, ედერი (მესბა 61 )

მთავარი მწვრთნელი: მიხაილოვიჩი

გოლები: 0:1 გაბიდინი (28), 0:2 ობიანგი (39), 1:2 აველარი (პენ 59), 2:2 საუ (77)

გაფრთხილება: დუნკანი (19), კაკატორე (48), კაკატორე (59), აველარი (68), პალომბო (73), შილვესტრე (86), ბენედეტი (87), რომანოლი (90), კოსუ (90+3)

გაძევება: კაკატორე (59)

“ვერონა” – “მილანი” 1:3 (0:2)

ვერონა, “ბენტეგოდი.”

ვერონა: რაფაელი, აგოსტინი, მარკეს ალვარესი, მარკესი, მორასი, ჰალფრედსონი, ტაჩციდისი, იონიტა (ლოპესი 72 ), იანკოვიჩი (კამპანიარო 67 ), ტონი, გომესი (ნენე 70 )

მთავარი მწვრთნელი: მანდორლინი

მილანი: აბიატი, აბატე, ალექსი, რამი, დე შილიო, პოლი, ესიენი, მუნტარი, ჰონდა (ბონერა 85 ), ტორესი (მენეზი 69), ელ შაარავი (ბონავენტურა 77 )

მთავარი მწვრთნელი: ინძაგი

გოლები: 0:1 მარკესი (ავტოგოლი 21), 0:2 ჰონდა (27), 0:3 ჰონდა (56), 1:3 ლოპესი (87)

მთავარი მსაჯი: პაოლო ვალერი

გაფრთხილება: აგოსტინი (29), მარკეს ალვარესი (72), ჰონდა (83), მარკეს ალვარესი (90+4), ტაჩციდისი (90+5)

გაძევება: მარკეს ალვარესი (90+4)

“პალერმო” – “ჩეზენა” 2:1 (1:0)

პალერმო, “რენცო ბარბერა.”

პალერმო: სორენტი, ანდელკოვიჩი, გონსალესი, მუნიოსი (მაკიენოკი 88 ), მორგანელა, ბოლზონი, ლაზაარი (ემერსონი 82 ), ჩოჩევი (ბელოტი 66 ), რიგონი, ვასკესი, დიბალა

მთავარი მწვრთნელი: იაჩინი

ჩეზენა: ლელი, პერიკო (როდრიგესი 54 ), კაპელი, ვოლტა, მაგნუსონი, დეფრელი (ჯორჯი 32 ),დე ფრუდისი, კოპოლა, რენზეტი, ბრიენსა ( ზე ედუარდო 73 ), მარილუნგო

მთავარი მწვრთნელი: ბისოლი

გოლები: 1:0 დიბალა (33), 1:1 როდრიგესი (61), 2:1 გონსალესი (90+1)

მთავარი მსაჯი: დამატო

გაფრთხილება: პერიკო (9), ჩოჩევი (35), ანდელკოვიჩი (60), ვასკესი (65), დე ფრეუდისი (72), კოლა (76), კოპოლა (79), მუნიოსი (81), რიგონი (88), კაპერლი (90+4)

“ტორინო” – “უდინეზე” 1:0 (0:0)

ტურინი, “ოლიმპიკო დი ტორინო.”

ტორინო: ჟილე, მორეტი, იანსონი, ბოვო, გაცი (ნოჩერინო 74 ), ბენასი (სანჩესი 59 ), მოლინარო, ვივესი (პერესი 81), კვალიარელა, ამაური, პერესი

მთავარი მწვრთნელი: ვენტურა

უდინეზე: კარნეზისი, ვიდმერი, ჰურტუქსი, დანილო, პასკუალე, პინსი ( გილერმე 71 ), ალანი, დე ოლივეირა (ბადუ 53 ), ტერუ (მურიელი 81 ), ფერნანდესი, დი ნატალე

მთავარი მწვრთნელი: სტრამაჩონი

გოლი: 1:0 კვალიარელა (62)

მთავარი მსაჯი: რუსო

გაფრთხილება: მოლინარო (13), ჰურტუქსი (35), ბენასი (43), ალანი (66), პერესი (88)

“ინტერი” – “ნაპოლი” 2:2 (0:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა.”

ინტერი: ჰანდანოვიჩი, ჟუანი, ვიდიჩი, რანოკია, ობი (იბრაჰიმა 57 ), ერნანესი, მედელი (გუარინი 81 ), კოვაჩიჩი, დოდო, პალასიო (მ’ვილა 88 ), იკარდი

მთავარი მწვრთნელი: მაცარი

ნაპოლი: კაბრალი, ბრიტოსი (გულამი 75 ), ალბიოლი, კულიბალი, ძუნიგა, ლოპესი, ინლერი, კალეხონი, ჰამშიკი (ჟორჟინიო 62 ), ინსინე (მერტენსი 69), იგუაინი

მთავარი მწვრთნელი: ბენიტესი

გოლი: 0:1, 1:2 კალეხონი (79, 90), 1:1 გუარინი (82), 2:2 ერნანესი (90+1)

მთავარი მსაჯი: ორსატო

გაფრთხილება: ერნანესი (37), ბრიტოსი (45), იგუაინი (70), ჟორჟინიო (73), ჟუანი (85)

0.13318